PR – ქართულად

PR – აბრევიატურა, რომელიც ასე ხშირად გამოყენებადი გახდა დღევანდელ მსოფლიოში, რეალურად იშიფრება როგორც Public Relations (საზოგადოებასთან ურთიერთობა). მას, როგორც პროფესიას, კონკრეტული განსაზღვრება არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიენიჭა. სათაურიდანაც მიხვდებოდა ყველა, რომ აქ პიარის, როგორც პროფესიის განხილვას არ ვაპირებ. უბრალოდ, მომწონს, მახალისებს, მიზიდავს, დავაკვირდე ქართველ ,,პიარშიკებს“, რომლებიც თითქოს ერთ თარგზე გამოჭრეს. ,,თითქოს” რა შუაშია,…

ღმერთი ისევ ღრმად სუნთქავს.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არ არის, ღრმად ვსუნთქავ. ფილტვების შევსებას ვგრძნობ და თვალებს ვახელ. ხედი ჩემი ფანჯრიდან სხვანაირია – იცვლება. ყავის ჭიქიდან ამოსულ ორთქლს არ მოაქვს არანაირი არომატი. მხოლოდ წვიმისა და ფიქრის სუნია გარშემო. მთაზე, რომელსაც ჩემი ფანჯარა გაჰყურებს, ნისლი იმატებს. ვფიქრობ, რა იქნებოდა, რაღაცები სხვანაირად რომ მომხდარიყო. ნისლიანობისას იმ მთაზე ნამყოფი…

ეფემიას დედა

ნეტავ, ფეხზე რამე თბილი ჩამეცვა… ძალიან ცივია მიწა, რომელიც ყოველ ახალ ნაბიჯზე, თითქოს ცდილობს, ჩამითრიოს. ასე იცის ჩვენს მხარეში, იანვრის თვე უსაშველოდ სქელ ყინულს მოისხამს ხოლმე მხრებზე. ადრე არ მიჭირდა, ღუმელი ყოფნიდა ჩვენს პატარა სახლს, რომელიც ფარდული უფრო იყო, მაგრამ ძალიან მემყუდროებოდა. შეჭირხლულ ფანჯრებს ოთახში დამდგარი სითბო უთენია ალღობდა. ადგებოდა დედა 7 საათზე, შეანთებდა ღუმელს…

ქალთა კიდობანი

განცხადება : ,,იწყება უვადო მოგზაურობა. ტრანსპორტი – კიდობანი. დანიშნულების ადგილი – სრულყოფილება. გავდივართ ხვალ, ყოველდღიურობის სადგურიდან. უ ფ ა ს ო!” რაღაც ასეთს გავაკრავდი ქალაქის ყველა კუთხეში. სისხამ დილას გავიდოდი ჩემი ყოველდღიურობით გადაღლილი მგზავრებითურთ და დავიწყებდი უვადო მოგზაურობას ბედნიერებისაკენ. დავუშვებდი მხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც დამარწმუნებდნენ, რომ ნამდვილად სჭირდებათ ადგილი კიდობანში. ქალებს, რომლებსაც კაცებმა აწყენინეს. ქალებს,…

პირველი დღე – არჩევანი.

იბადები და წყლიდან იმ წამის ამომძვრალს ჰაერთან შეგუებას გთხოვენ. უარს თუ იტყვი, გირტყამენ, ოდნავ, მაგრამ ხელდაუკარებელი არსებისთვის, ალბათ, მეტისმეტად მტკივნეულად. ალბათ სიბნელიდან გამოსვლის პირველი დღე ყველაზე რთულია. გუგებს გიწვავს ათასფერი სინათლე. ამიტომ არის, რომ სულ თვალდახუჭულს გინდა ყოფნა. მერე ნელ-ნელა ეგუები. უნდა აირჩიო, საერთოდ დაიწყო ცხოვრება თუ არა. სკოლაში რომ იწყებ სიარულს, პირველ დღეს უცხო…

საქართველო – პატარა ქვეყანა,რომელიც გადარჩა.

უამრავი რამე დამიწერია ამაზე. არავინ თუ აღარ მოუსმენს ჩემს გლოვას,  გავიგებ. ტკივილის მასშტაბებს თუ გადამეტებულ ტრაგიზმად შემიფასებენ, ესეც არ იქნება უცხო. მაინც მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ილაპარაკოს, ვისაც როგორ შეუძლია : ვწეროთ, ვუძღვნათ მუსიკალური კომპოზიციები, გამოვიდეთ დიდი აუდიტორიის წინაშე და წავიკითხოთ ემოციური სიტყვა, მოვიდეთ პოლიტიკაში და გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის პროდასავლური კურსი. ვისაც როგორ შეგვიძლია!…

ტაში პაპიძის ვერდიქტს! ტაში, მეგობრებო!

ღმერთს არასწორი საქციელის გამო პატიებას იშვიათად ვთხოვ. არ ვიცი, ჩემი ნაკლია, ალბათ, მაგრამ როცა ვხვდები, რომ რაღაც ცუდად გავაკეთე ან ვთქვი, ყოველთვის საკუთარ თავთან გასაუბრება მირჩევნია ღმერთის წინ წაკითხულ მონოლოგს. ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო. ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის და უკვე დამნაშავედ ცნობილი მაგდა პაპიძის საქმემ მასწავლა ჩემი ნათქვამის გამო უზენაესი ძალისთვის ბოდიშის მოხდა. ხშირად…

შენ ხომ გესმის, ანტონ?!

თავიდან ყველაფერი ,,უშენოდ აღარაფერი მინდათი” იწყება ხოლმე და მერე იცვლება ყველაფერი ძირეულად. ღმერთსა და ადამიანს შორის არჩევნის უფლება უკანასკნელს ყოველთვის ეზღუდება, ამიტომაც არის, რომ გაღმერთებული ადამიანები შემოქმედის როლს უსიტყვოდ ირგებენ და რჩებიან მერე კერპთაყვანისმცემლის როლში მყოფები მშრალზე. ,,მხოლოდ შენი დანახვა მჭირდება ბედნიერებისთვისო! “- იტყოდა ხოლმე და მორბოდა ჩემთან, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება ჰქონდა გადაწყვეტილი. მიხაროდა,…

საქართველო და უცნაური ,,სიკეთე”

ბოლო წლებია აქტიურად ვითხოვთ ძირეულ ცვლილებებს ,,უკეთესი საქართველოსთვის“. ვიწუნებთ მენტალიტეტს, ვეწინააღმდეგებით აკრძალვებს, მივილტვით მეტი თავისუფლებისკენ და მაინც, ეს პროცესი აუტანლად ნელი და შეუმჩნეველია. ვფიქრობდი, რატომ არაფრით გვეღირსა ქართველებს სექსუალური თავისუფლება, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ხარისხიანი განათლება ისეთ ფასად, რომ მთელი ნათესაობის ვალი არ დაგვედოს, ქალთა და მამაკაცთა სწორუფლებიანობა და ა.შ. მოკლედ, საბოლოოდ ასეთ მოსაზრებაზე შევჩერდი : ეს…

დაიძინე!

დაიძინე და ყველაფერი დაწყნარდება, თავის თავს უწამლებს ყველა ტკივილი. დაიძინე, შენ ოღონდ თვალები დახუჭე და შენსავე შექნილ სამყაროში გაიქეცი ცოტა ხნით. თუ თავად არ ირწმუნებ, რომ გადახეხილი მუხლების გამართვას შეძლებ, ვერავინ გააკეთებს იგივეს შენ მაგივრად. იქვე დაიძინე, სადაც წაიქეცი, არც გადახრესილი საფეთქელი მოაშორო ცივ მიწას და ცოტა ხნით აცადე, გამოასწოროს თვისივე შეცდომა, როგორც წაგაქცია, ისევე…

ბედნიერების სახლი

მე ბავშვთა სახლში გავიზარდე, ოღონდ არა კლასიკური გაგებით. აქ არავის არავინ გამოუკეტავს და ყველას ერთი დედა გვყავს. გგონიათ, რამდენიმე ვართ ასეთი? არა, ბევრნი. რამდენიმე ,,გამოშვება” და ყველას ერთი ისტორია გვაქვს : გვციოდა, გვშიოდა და აქ მოგვიყვანეს გასათბობად და დასაპურებლად. ახლა ათობით ნაოჭი აქვს სახეზე, მომჭკნარი ხელები მშვიდად დაულაგებია მუხლებზე, ხშირად ჯდება ფანჯარასთან და სადღაც ძალიან…

ქალები, რომლებსაც ცოლებად ზრდიდნენ

გოგონები, რომელთა ცხოვრებაც ასეთია : 16 წლის ასაკში თხოვდებიან. დაოჯახებასთან ერთად სოციალური ქსელიდან ქრებიან  (მათი acoount-ი იბადება შვილთან ერთად და ივსება ბავშვისა და მეუღლის ფოტოებით). ლექციებს აცდენენ, რადგან ,,ოჯახია მთავარი”. მხოლოდ ბანკებში, საავადმყოფოებსა და მაღაზიებში მუშაობენ, რომ მათმა ქმრებმა ოჯახის თავკაცობის დაკარგვის სუნი არ იგრძნონ – უბრალოდ არ ეძებენ ბედნიერებას იქ, სადაც მისი პოვნა შეიძლება.