რა იცი ჩემზე? 

შენ ზუსტად იცი, როგორ ვჭამ, როცა ძალიან მშია.  იცი, როგორია ჩემი კანი დილით, როცა ვიღვიძებ და მოწესრიგებამდე ზარმაცულად ვითრევ ფეხს.  იცი, როგორ ვტირი, როცა საკუთარ უძლურებას ვხედავ, ან როცა სიმართლეს ვერ ვამტკიცებ და ნერვები მიმტყუნებს.  იცი, როგორ გამოვიყურები, როცა ვცდილობ, უცებ წამოსროლილი ტყუილი მივჩქმალო. იცი, როგორ ვმალავ იმედგაცრუებას, როცა ჩემ მოლოდინებს არ ამართლებ.  იცი, სად…

თვითმფრინავი

პირველად თვითმფრინავი ახლოს, სრული მასშტაბებით, ათი წლისამ ვნახე. მამა ამერიკიდან მოფრინავდა და მთელი ოჯახი მის დასახვედრად წავედით. მაშინ რაიონში ვცხოვრობდი, დედაქალაქში არც ისე ხშირად ჩამოვდიოდი და იმ ერთეულ შემთხვევებში აეროპორტთან ახლოს არ ვბანაკდებოდი. მახსოვს, შორეული ქვეყნიდან ჩამოფრენილ მამასთან ერთად უკვე მანქანაში ვიჯექი, სახლში ვბრუნდებოდი. ფანჯარაზე მქონდა ცხვირი მიდებული და ამოსუნთქული ჰაერით ჩემი დახატული და უკვე…

გაგრძელების მომლოდინე ცარიელი ფურცლები

არ მახსოვს, როდის დაიძინე პირველად ჩემ გარეშე მშვიდად. არც ის მახსოვს, როდის გაათიე ღამე სხვაგან შენივე სურვილით.  მაგრამ მახსოვს გუშინდელი დღე, როცა აღარაფერი გვქონდა სათქმელი.  საუზმე, რომელმაც მოთხვრილი ტუჩებისა და ამაზე სიცილის გარეშე ჩაიარა.  გზა, რომელიც შენ გარეშე გავიარე დაღლილმა, სამსახურიდან სახლამდე. გაწბილებული მეგობრები, რომლებსაც ჩვენი ერთად ნახვა უნდოდათ.  საყელოზე შეცვლილი სურნელი,  იების გარეშე მოსული გაზაფხული, …

შემიყვაროს,რა!

შემიყვაროს, რა! მის დიდ ხელებში მოქცეული ჩემი მტევნები სულ ციცქნა გამოჩნდება და მარტივად გამითბება. დაკუჭულ პერანგს ვერასდროს მოვუწესრიგებ, მაგრამ არასდროს ვეტყვი, რომ ნაკეცები კუბოკრულ ქსოვილს არ უხდება. დაწოლის წინ პირჯვარს გადავსახავ საწოლს, მე რომც არ მჯეროდეს 4 კუთხეში სამი თითით დასმული წერტილების, მისთვის გავაკეთებ. ასობით მცდელობის შემდეგ გემრიელ საჭმელს მოვუმზადებ, სულ ცოტა რომ გამომივა, მთლიანად მას…

რას მეტყვის სახელმწიფო, რომლის იმედიც არ მაქვს?

11 წლის ვიქნებოდი, ჩემს სკოლაში საშინელი ამბავი რომ გავრცელდა ელვის უსწრაფესად. ჩემზე ერთი წლით უფროსი მოსწავლე, თიკო, სკოლის მიმდებარედ მანქანამ გაიტანა და გარდაიცვალა. მაშინ პირველად გავიაზრე, რომ თურმე, მხოლოდ მოხუცები არ იღუპებიან და შეიძლება, მეც, ჩემს საუკეთესო მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც დაგვემართოს იგივე. მახსოვს,როგორ იმოქმედა ამ ამბავმა ჩემზე. თიკოს დედაც კარგად მახსოვს. უფრო მკვეთრად…

გოშიას

რაც გავიგე, რომ არსებობ, გათენებამდე ვერ ვიძინებ.ძილი გამიტყდა. ბედნიერებისგან აკანკალებული ღრმად ვრგავ ბალიშში თავს და ვცდილობ, შევწყვიტო ფიქრი შენს ცხვირზე, ჩემსავით დიდ და ნუშისებრ თვალებზე, მომცრო ტუჩებზე, პატარა ყურებსა და წაბლისფერ თმაზე. შენზე თითქმის ვერავის ვუყვები. მენანება მუცელში დაგროვილი ვარსკვლავების გაზიარება. წარმოდგენა არ მაქვს,იქნები გოგო, რომელსაც როდესმე ჩემსავით მოუწევს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, თუ ბიჭი, რომლის…

ბედნიერება პატიოსანი ქალებისთვის

სამი წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი – ოქროსფერი, წითელი და შავი. ოქროსფერს ჩავიცვამ ხვალ, იმ შავ კაბასთან ერთად. ძალიან მოუხდება, ალბათ. ნეტავ, თუ ამჩნევენ ჩემი მეგობრები, რამდენს ვფიქრობ დილიდან, რომ საღამოსთვის კარგად შეხამებული ტანსაცმელი შევარჩიო. სულ ვნერვიულობ, იქნებ ბუნებამ ეს ნიჭი არ დამაყოლა-მეთქი, გასაგები მიზეზების გამო და რამე რომ შემეშალოს და დამცინონ, ალბათ, გავგიჟდები კიდეც! სავსეა ჩემი…

სხვის სხეულს მოყოლილი ბედნიერება

არასდროს მიგრძნია თავი ასე უსუსურად. არასდროს მომრევია  დაკარგვის შიში. ალბათ, არსებობენ ბედნიერებისთვის არ-დაბადებული ადამიანები და მეც მათ რიცხვში ვარ. მეშინია, რომ ყველაფერი ერთ დღეს მიწისძვრაგადატანილი სახლის კედლებივით ჩამომეშლება გარშემო და მერე ძალიან შემცივდება. დაიწყება გამყინვარება, რომელსაც არ ექნება დასასრული. მხოლოდ ხანდახან გამოანათებს მზე და მალევე მიიმალება სქელ ღრუბლებში, როცა გამოდარების აზრს ვერ დაინახავს, არ ჩამთვლის…

PR – ქართულად

PR – აბრევიატურა, რომელიც ასე ხშირად გამოყენებადი გახდა დღევანდელ მსოფლიოში, რეალურად იშიფრება როგორც Public Relations (საზოგადოებასთან ურთიერთობა). მას, როგორც პროფესიას, კონკრეტული განსაზღვრება არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიენიჭა. სათაურიდანაც მიხვდებოდა ყველა, რომ აქ პიარის, როგორც პროფესიის განხილვას არ ვაპირებ. უბრალოდ, მომწონს, მახალისებს, მიზიდავს, დავაკვირდე ქართველ ,,პიარშიკებს“, რომლებიც თითქოს ერთ თარგზე გამოჭრეს. ,,თითქოს” რა შუაშია,…

ღმერთი ისევ ღრმად სუნთქავს.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არ არის, ღრმად ვსუნთქავ. ფილტვების შევსებას ვგრძნობ და თვალებს ვახელ. ხედი ჩემი ფანჯრიდან სხვანაირია – იცვლება. ყავის ჭიქიდან ამოსულ ორთქლს არ მოაქვს არანაირი არომატი. მხოლოდ წვიმისა და ფიქრის სუნია გარშემო. მთაზე, რომელსაც ჩემი ფანჯარა გაჰყურებს, ნისლი იმატებს. ვფიქრობ, რა იქნებოდა, რაღაცები სხვანაირად რომ მომხდარიყო. ნისლიანობისას იმ მთაზე ნამყოფი…

ეფემიას დედა

ნეტავ, ფეხზე რამე თბილი ჩამეცვა… ძალიან ცივია მიწა, რომელიც ყოველ ახალ ნაბიჯზე, თითქოს ცდილობს, ჩამითრიოს. ასე იცის ჩვენს მხარეში, იანვრის თვე უსაშველოდ სქელ ყინულს მოისხამს ხოლმე მხრებზე. ადრე არ მიჭირდა, ღუმელი ყოფნიდა ჩვენს პატარა სახლს, რომელიც ფარდული უფრო იყო, მაგრამ ძალიან მემყუდროებოდა. შეჭირხლულ ფანჯრებს ოთახში დამდგარი სითბო უთენია ალღობდა. ადგებოდა დედა 7 საათზე, შეანთებდა ღუმელს…

ქალთა კიდობანი

განცხადება : ,,იწყება უვადო მოგზაურობა. ტრანსპორტი – კიდობანი. დანიშნულების ადგილი – სრულყოფილება. გავდივართ ხვალ, ყოველდღიურობის სადგურიდან. უ ფ ა ს ო!” რაღაც ასეთს გავაკრავდი ქალაქის ყველა კუთხეში. სისხამ დილას გავიდოდი ჩემი ყოველდღიურობით გადაღლილი მგზავრებითურთ და დავიწყებდი უვადო მოგზაურობას ბედნიერებისაკენ. დავუშვებდი მხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც დამარწმუნებდნენ, რომ ნამდვილად სჭირდებათ ადგილი კიდობანში. ქალებს, რომლებსაც კაცებმა აწყენინეს. ქალებს,…