ჩემია

ჩემ გარშემო ტრიალებს მთელი სამყარო.
ასეა ჩემთვის.
არ არსებობს რამე უფრო ღირებული, ვიდრე ის, რაც მხოლოდ ჩემია.

ჩემი დილა,
სუნი, რომელიც მხოლოდ ჩემს საწოლს ასდის,
წინდა, რომლის გახდაც დამავიწყდა და სიზმრებში მოგზაურობისას გამძვრა ფეხიდან,
საცვალი, რომლის შერჩევაზეც ბევრი არ მიფიქრია და რომლის ფორმასაც ეს ნამდვილად ეტყობა,
მაისური, რომელსაც ფერად თეთრეულში ჩავკარგავ, როგორც ყოველ დილას და ისევ ვიპოვნი, როგორც ყოველ საღამოს,
ჰაერი, რომელსაც გაღვიძებისთანავე ვუშვებ ოთახში,
დილის ყავა და შხაპი,
წყლის წვეთები ჯერაც ვერ გამოფხიზლებულ, ცხელ კანზე.

ჩემია სახლიდან გასვლის წინ ჭიქაზე დარჩენილი პომადის ლაქა,
სახეები,რომელთაც უთენია გასული ვხედავ ეზოში, კანტი-კუნტად მიმოფანტულს და არც ისე ბედნიერს,
გზა, რომელსაც გავდივარ სახლიდან სხვა სახლებამდე,
დრო, რომელსაც ვხარჯავ და მერე ვნანობ,
კოცნა, რომელიც არ მენანება და თუ მენანება, ჩემთანვე ვიტოვებ,
სხვის სახეზე გაჩენილი ღიმილი ჩემი დანახვისას,
ბოლომდე, ტკივილამდე დაჭრილი, უფორმო ფრჩხილები.

ჩემია მარცხენა ხელი, რომელსაც მარჯვენით ხშირად ვეხები,
დასამშვიდობებელი ჩახუტება,
ქსოვილი, რომელზეც კანის ციდა ნაწილაკებს ვტოვებ,
წამები და ტედალები, რომლებსაც მხოლოდ მე ვიმახსოვრებ,
სხეული, რომელსაც მაშინ გაგიზიარებ,როცა მომინდება,
ღამე, რომელიც უხმოდ აიტანს ვერ-ასატან ამბებსა და ფანტაზიებს.

ჩემია ყველაფერი,რაც ჩემში შეგრძნებად რჩება.
და არაფერია ამ შეგრძნებებზე უფრო ღირებული ჩემთვის.

როგოც კი ვინმე მათ მოპარცას ცდილობს, ყველაფერი თავდაყირა დგება. ჩემი ტვინი ყოველი წამის შესანარჩუნებლად იბრძვის და ხშირად მეც კი მეომება.
იმიტომ, რომ თითო წამი თითოდ ჩემია,
და რაც ჩემია – მისია,
და რაც მისია – მასთან უნდა იყოს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s