მე მიყვარს – როგორ და ისიც, როგორ – არ

მე მიყვარს, როგორ გძინავს შენ
და ის, რომ ეს არასდროს მინახავს.
მე მიყვარს, როგორ იღვიძებ დილით
და ისიც, რომ ყოველი დღე უერთმანეთოდ გვითენდება.
მე მიყვარს, როგორ მეხუტები შეშინებულს
და ისიც, რომ შენთან არასდროს გამოვხატავ, რისი მეშინია.
მე მიყვარს, როგორ გაღიმებს ჩემი ტანის ურითმო რხევა
და ისიც, რომ შენთვის არასდროს მიცეკვია.

მე მიყვარს ზღურბლთან შენი დაღლილი, მოუსვლელობას ვერგაძლებული სახის დანახვა და ისიც, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რომელია ჩემი კარი.

მე მიყვარს, როგორ ყვირი და ბრაზისგან ლეწავ ყველაფერს, რაც ხელში გხვდება
და ისიც, რომ არასდროს გამბრაზებიხარ.
მე მიყვარს, როგორ მიყურებ ხელებში, როცა შენთვის ვაშლს ვთლი
და ისიც, რომ ყოველთვის უჩემოდ ჭამ.
მე მიყვარს, როგორ ვდარაჯობ შენს შავ-თეთრსა თუ ფერად სიზმრებს და
ისიც, რომ არასოდეს მინახავს, როგორ იღვიძებ დამფრთხალი და ოფლში გაწურული.
მე მიყვარს, როგორ ღვრი ცრემლებს სხვების გამო
და ისიც, რომ ყოველთვის გამირბიხარ, როცა გეტირება.
მე მიყვარს, როგორ ვზრუნავ შენზე საღამოობით
და ისიც, რომ ერთ სახლში არასდროს დაგვღამებია.
მე მიყვარს, როგორ ეჭვიანობ ყველა გამვლელზე
და ისიც, რომ არ გადარდებს, ვისთან ვწევარ.
მე მიყვარს, როგორ განიცდი ორგაზმს
და ისიც, რომ ეს ჩემთან არასდროს გაგიკეთებია.
მე მიყვარს, როგორ გაცილებს გრილი წყალი ზაფხულის ოფლს
და ისიც, რომ ყოველთვის ზამთარში ვხვდებით. 

მე მიყვარს, როგორ არჩევ ჩემთვის საჩუქარს და ისიც, რომ შენგან სამახსოვრო ნივთები არ მაქვს. 

მე მიყვარს, როგორ გეხმარები მოწესრიგებაში და ისიც, რომ მარტო ყველაფერს მშვენივრად უმკლავდები.

მე მიყვარს, როგორ გისვამ საჩვენებელ თითს დაშავევულ ადგილას და ისიც, რომ არასდროს ენდობოდი ჩემს ნამკურნალებს. 

მე მიყვარს, როგორ ყნოსავ ჩემს თმას და ისიც, რომ არასდროს ყოფილა შენი ცხვირი ჩემს თავთან ასე ახლოს. 

მე მიყვარს, როგორ მამხნევებ როცა ძალიან მიჭირს და ისიც, რომ ყველაფრის დაძლევა მარტოს მიწევს. 

მე მიყვარს, რომ იცი, არანორმალური ვარ და ისიც, რომ ამის არ გეშინია. 
მე მიყვარს, როგორ სეირნობ ეზოში,
და ისიც, რომ არასდროს მიცქერია საათობით შენთვის ფანჯრიდან.
მე მიყვარს, როგორ წერ ჩემს სახელს დაორთქლილ სარკეზე, აბაზანაში
და ისიც, რომ შენი კალიგრაფია არასდროს მინახავს.
მე მიყვარს, როგორ მიკითხავ წიგნს
და ისიც, რომ მხოლოდ შემთხვევით ნაპოვნი ლიტერატურით ვიგებ, რა მოგწონს.
მე მიყვარს, როგორ მეძახი ეგოისტს
და ისიც, რომ  ეს ხმამაღლა არასდროს გითქვამს.
მე მიყვარს, როგორ მიზიარებ ემოციებს
და ისიც, რომ არასდროს გვისაუბრია, რა და რატომ გტიკივა.
მე მიყვარს ჩვენი მეგობრობა
და ისიც, რომ შენ არასდროს თანხმდები ჩემთან ახლოს ყოფნას.

მე მიყვარს, რომ გიყვარვარ და ისიც, რომ არასდროს ამბობ ამას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s