რა იცი ჩემზე? 

შენ ზუსტად იცი, როგორ ვჭამ, როცა ძალიან მშია. 
იცი, როგორია ჩემი კანი დილით, როცა ვიღვიძებ და მოწესრიგებამდე ზარმაცულად ვითრევ ფეხს. 

იცი, როგორ ვტირი, როცა საკუთარ უძლურებას ვხედავ, ან როცა სიმართლეს ვერ ვამტკიცებ და ნერვები მიმტყუნებს. 

იცი, როგორ გამოვიყურები, როცა ვცდილობ, უცებ წამოსროლილი ტყუილი მივჩქმალო.

იცი, როგორ ვმალავ იმედგაცრუებას, როცა ჩემ მოლოდინებს არ ამართლებ. 

იცი, სად მეტყობა მომატებული კილოგრამები ყველაზე მეტად, როცა თავს უფლებას ვაძლევ, რამდენიმე დღე ნამცხვრებს დავუთმო. 

იცი ჩემი ხმა, როცა რაღაც ძალიან მწყინს, მიხარია ან მაბრაზებს. 
მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს, როგორი ვარ, როცა გაურკვეველი სიგრძის ლაბირინთში მივიკვლევ გზას. ჩემსავე გონებაში. აქ, ძალიან ახლოს. 

არ იცი, რა ხდება იმ შუბლის მიღმა, რომელსაც ახლა უფრო იშვიათად კოცნი, ვიდრე ადრე. 

არ იცი, როგორ ვიკეცები შუაღამისას, კოშმარული სიზმრიდან გამოქცეული, სადაც შენ მომატოვე. 

არ იცი, რამდენი ბრძოლის მოგება მიწევს საკუთარ თავთან, რომ არ შემემჩნეს, როგორ მანგრევს შუქნიშნის ვერაღქმული ფერი ჩვენი ისტორიის მთავარ გზაზე. 

არ იცი, როგორ ვნანობ, რომ ცურვა არ ვისწავლე, როცა ნავში მარტო ვარ და ნაპირი არ ჩანს. 

არ იცი, არა, შენ წარმოდგენა არ გაქვს, რამდენად რთულია ხანდახან ამ არეული, უნიჭოდ გადასწორებული ამბის მთავარ გმირად ყოფნა. 
ჰო, შენ გახსოვს, როგორ გამოიყურება ის, რასაც ხედავ. მაგრამ, დაფიქრდი, საერთოდ რა იცი ჩემზე? 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s