გაგრძელების მომლოდინე ცარიელი ფურცლები

არ მახსოვს, როდის დაიძინე პირველად ჩემ გარეშე მშვიდად. არც ის მახსოვს, როდის გაათიე ღამე სხვაგან შენივე სურვილით. 

მაგრამ მახსოვს გუშინდელი დღე, როცა აღარაფერი გვქონდა სათქმელი. 

საუზმე, რომელმაც მოთხვრილი ტუჩებისა და ამაზე სიცილის გარეშე ჩაიარა. 

გზა, რომელიც შენ გარეშე გავიარე დაღლილმა, სამსახურიდან სახლამდე.

გაწბილებული მეგობრები, რომლებსაც ჩვენი ერთად ნახვა უნდოდათ. 

საყელოზე შეცვლილი სურნელი, 

იების გარეშე მოსული გაზაფხული, 

ჩემი ნაწნავი, შემოდგომის ფოთლის გარეშე, 

უკითხავად შეცვლილი ვარცხნილობა და წვერის სიგრძე, 

იატაკზე დაყრილი ძველი წინდები, 

სარეცხ მანქანამდე მისატანი დასვრილი ჭურჭელი, 

ბალიში რომელიც დაწოლისას საგანგებოდ ჩემთვის არ შეასწორე, 
აივნის კარი, რომელიც ღიად დატოვე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდი, აბაზანიდან პირსახოცმოხვეული გამოვიდოდი და გავცივდებოდი. 
მახსოვს აუსრულებელი თხოვნები და შეუსრულებელი დაპირებები, 

ხალხში გარევისას ჩემი წელიდან განზრახ აღებული შენი ხელისგული, 

აუჩქარებელი პულსი ზღურბლს მიღმა და თავიდან ვერ-დაწყებული ჩვენი ამბავი. 

მახსოვს ნოველის ბოლოს დასმული მძიმე წერტილი.  გათხაპნილი მელნითა და გაკრული ხელით ნაწერი ღამეები. ზერელედ მოკეცილი სამკუთხედ-სანიშნი. 

მახსოვს, რომ ყველა ამბავს აქვს ფინალი. 

მახსოვს, რომ არც ერთი წიგნი არ მთავრდება გაგრძელების მომლოდინე ცარიელი ფურცლებით. 

Advertisements

One Comment Add yours

  1. ძალიან კარგია! https://www.youtube.com/watch?v=M-6S1mGAS3Y რატომღაც ამას ვუსმენდი კითხვის დროს და განსაკუთრებულად ვიგრძენი ყოველი სიტყვა.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s