PR – ქართულად

PR – აბრევიატურა, რომელიც ასე ხშირად გამოყენებადი გახდა დღევანდელ მსოფლიოში, რეალურად იშიფრება როგორც Public Relations (საზოგადოებასთან ურთიერთობა). მას, როგორც პროფესიას, კონკრეტული განსაზღვრება არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიენიჭა.
სათაურიდანაც მიხვდებოდა ყველა, რომ აქ პიარის, როგორც პროფესიის განხილვას არ ვაპირებ. უბრალოდ, მომწონს, მახალისებს, მიზიდავს, დავაკვირდე ქართველ ,,პიარშიკებს“, რომლებიც თითქოს ერთ თარგზე გამოჭრეს. ,,თითქოსრა შუაშია, პრინციპში

ყველა ლექტორი, სადაც არ უნდა კითხულობდეს ის ლექციას საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, ერთი და იმავე მესიჯბოქსით გამოდის აუდიტორიის წინაშე.

,,თქვენ უნდა დაისწავლოთ ადამიანები!” 
,,
თქვენ უნდა იყოთ კონტაქტურები!” 
,,
თქვენ უნდა იყოთ ნოვატორები და შეგეძლოთ, უბრალო ჭიქა მომხმარებელს დაანახოთ, როგორც ოქროს თასი ბრილიანტის თვლებით!”და ..
ისინი აღგზნებულები საუბრობენ პროფესიაზე, რომელთანაც მხოლოდ თეორიული შეხება თუ ჰქონიათ, აჩვენებენ სტუდენტებს ჰოლივუდის შედევრს, სადაც პიარის დეპარტამენტის უფროსი გიგანტი კომპანიიდან, ამრეზი გამოხედვით, ოფლისგან დაცვარული სახით, ექსცენტრული მოძრაობებით ესაუბრება თავის გუნდს და ცდილობს, გახდეს მოტივატორი და აიძულოს ისინი, მოიფიქრონ რაიმე იდეა, რომელიც ,,გავარდებადა გამოიმუშავებს მილიარდობით დოლარს.
სტუდენტებიც ანთებული სახეებით შესციცინებენ დიდ ეკრანს, რომელზეც პროექტორის მეშვეობით გადის საქართველოს რეალობისთვის არარეალური სიუჟეტი. ისინიც ხომ სწორედ ამიტომ მოვიდნენ ამ აუდიტორიაში?  – ყველას თავიდანვე უნდოდა, ყოფილიყო პიარის დეპარტამენტის უფროსი დიდ კომპანიაში და ,,გავარდნილიიდეებით მილიარდები ეშოვა. საბოლოოდ, მთავრდება მათი სასწავლო კურსი და რჩებიან იმ თარგზე გამოჭრილები, უკვე რომ ვახსენე ზემოთ.

კაცებიმელიები :

სუსტ სქესთან მარტივად ახდენენ საკუთარი თავის დემონსტრირებას და იმდიდრებენ სექსუალურ ცხოვრებას. რაღაცნაირი, ,,მელიაბიჭები არიან ქართველი ,,პიარშიკები“. ,,მელიები” – საკუთარი პატარპატარა ქათმებით, რომლებსაც შეუძლიათ თავი დაკარგონ, როგორც კი ,,მელიასმოჰკრავენ თვალს ტელევიზორში.
არადა, მათ არ იციან, როგორი ხმით რეკავს ,,პიარშიკიტელევიზიაში და ითხოვს ერთ კამერას ჟურნალისტისთვის. მერე როგორი აღტკინებით იწყებს გამოკითხვას, ხომ დაიკავებს რომელიმე საინფორმაციო გამოშვებაში მისი ამბავი ბოლოსწინა ადგილს. ჟურნალისტიც მიდის გადაღებაზე და  ტელევიზიაში დაბრუნებული ამბობს ,,მოვიტანე, გამიხსენით ,,კანცოვკისმერე და თუ მოასწრებთ, ჩაუშვით”  – იხსნება ამბავი ,,კანცოვკისშემდეგ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადის ეთერში, თუ დურაცია საკმარისი აღმოჩნდება. არასდროს აირევა ბადე ,,პიარშიკისმოწყობილი ,,ივენთისგამო,   .  – აი, ასეთი კომიკური სიტუაცია განსაზღვრავს ,,PR-შიკიმამაკაცის სექსუალურ მრავალფეროვნებას.
კიდევ, ძალიან მიყვარს, როცა უფრო ღრმად და საფუძვლიანად ვაკვირდები, როგორ იწონებენ თავს ქალებთან. უცებ გადაიცვამენ ხოლმე დონ ჟუანის ფორმას (არადა, რა კომიკურია ისიც, რომ ამ ტიპის კაცები ყველაზე ნაკლებად უნდა გვხიბლავდეს ქალებს ჩვენ კი მათი გამოჩენით ვამაყობთ) და  სახელდახელოდ გამოწყობილები იწყებენ ლაპარაკს თავიანთ მიღწევებზე, მაგ :

  • ლექციებზე, რომლებსაც კვირაში ერთხელ რომელიმე უნივერსიტეტში ან  სულაც PR-კლუბში კითხულობენ (ხშირად, კლუბი ან მათი დაარსებულია, ან  მეგობრის).
  • ბლოგებზე, რომლითაც ვერავის ვერაფერს ასწავლიან (როგორც მეახლა).
  • ჟურნალისტების სიყვარულზე მათ მიმართ.
  • უზარმაზარ სანაცნობო წრეზე.
  • და ათასობით მოწონებაზე ფეისბუკის სტატუსზე, რომელიც სულაც შეიძლება იყოს რაიმე ამდაგვარი : ,,აცივდა, ნეტა დათბება?… (Feeling Cold). 

ქალები სახეები ქართულ PR-ში

ეს უფრო გამიადვილდება, ალბათ. ქალები უფრო მძაფრად გამოხატავენ ,,შერჩევითი სამართლისარსებობას, ვიდრე კაცები. მარტივად რომ აგიხსნათ : სანამ ჟურნალისტი გავხდებოდი, მქონდა შეხება არაერთ ადამიანთან ამ პროფესიით. რომ დავიწყო ჩამოთვლა, რამდენ მათგანს მივსალმებივარ და საპასუხოდ მიმიღია ,,გამახსენე შენი თავი” – მზერა, შეიძლება შეგეცოდოთ. მაგრამ არა, ნუ შეგეცოდებით. სამაგიეროდ დღეს, როცა მიკროფონს ვიჭერ ხელში, შემიძლია თამამად არ შევიმჩნიო პიარის წარმომადგენლის პირველი მოსალმება გადაღებაზე, რადგან მეორე მცდელობაც არ დააყოვნებს (ვიცი, უზრდელობას ჰგავს, მაგრამ ასე მხოლოდ მაშინ ვიქცევი,როცა ექსპერიმენტის ჩატარება მინდა ,,ძველ ნაცნობებზე“). მანამდე ეცდება ჩემთან ურთიერთობის დამყარებას, სანამ არ გაიგებს, გავა თუ არა მისი ამბავი ტელევიზიით.
რა უნდა ვთხოვო, რომ არ შემისრულონ? – აი, ამ ფიქრის გამო ვგიჟდები მათზე! – ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. მართლა ვამბობ. ჟურნალისტიკაში ფეხის შედგმის შემდეგ ჩემთვის მათზე საყვარელი და სასიამოვნო ხალხი არ არსებობს დედამიწაზე.  ნებისმიერი კომპანიის პიარის სამსახურის წარმომადგენელს, საკმარისია ვთხოვო, რესპოდენტი გამომიყვანოს შეხვედრიდან, გამოიყვანს, დასვამს სადაც ჩემს ოპერატორს მოესურვება, დაუწესებს დროის რეგლამენტს, გააცინებს, მოაწყენს, აატირებს, გააშიშვლებს, ჩააცმევსმოკლედ, მაგარი გოგოები ხართ! და მე თქვენ მიყვარხართ,ძალიან

ვენის დიაგრამა რომ გამეკეთებინა, ერთ მხარეს დავწერდი აბზაცს კაცებზე, მეორეს კი დავუთმობდი საუბარს ქალებზე. ახლა ჩემთვის ყველაზე საინტერესო : მათი საერთო მახასიათებლები, რაც ასე ვრცელია, მაგრამ მთავარს ვიტყვი და ჩემთვის ყველაზე მკვეთრად აღსაქმელს.

აქტიურობა სოციალურ ქსელებში : ეს ის არის, რითაც ვხვდები, რომ ადამიანს პიარი აქვს ნასწავლი. ვის ფეისბუკ გვერდზეც არ უნდა შეხვიდე, ყველგან წააწყდები მათ კომენტარს. ხალხის თვალში ხშირად მოხვედრის მცდელობა, ნამდვილად არის კარგი გათვლა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველგან გამოჩენა და აზრიან/უაზრო ამბავზე სასიამოვნო გამოხმაურება არ შემეძლო, ამიტომაც ავირჩიე ქართული ჟურნალისტიკა და არა ქართული PR. ჩემი პროფესია კიდევ გაძლევს უფლებას, ხანდახან დაიკარგო. აი საზოგადოებასთან ურთიერთობა კი ამ მხრივ ძალიან სასტიკია, წამებში დაგივიწყებს ხალხი და მორჩა, არც ერთ კომპანიას აღარ დასჭირდები სანაცნობო წრის გარეშე. – ძალიან მასევდიანებს იმის გააზრება, რომ ეს ქართულ პიართან პირდაპირ კავშირშია. არ შეიძლება ასე

შეკრული წრე : არსებობს ასეთი ტენდენციაც. რაღაცნაირად შეიკრიბებიან ხოლმე საერთო ინტერესების ადამიანები, უცნაური სისწრაფით პოულობენ ერთმანეთს და კრავენ (ღია) წრეს საკუთარივე კეთილდღეობისთვის. პირადი ურთიერთობები, სექსი, მეგობრობა, დაძმობა, გაგება, ადამიანობა და მეობაარ ეშლებათ ამ წრეში შემავალ ,,პიარშიკებს“. მერე ნელნელა ერთად იწყებენ სიარულს კლუბებში, კაფეებსა და ბარებში, ერთობლივი ძალებით აწყობენ ,,ამბებს” (იმ ამბებს, ბოლოსწინა რომაა გამოშვებაში), ერთად იზიდავენ კონტაქტებს და ეს ყველაფერი მანამ გრძელდება, სანამ სჭირდებათმეფე/დედიფალი  კი ისაა, ვისაც ყველაზე მეტი კონტაქტი აქვს და ნებისმიერ დროს შეუძლია, დადებითად უპასუხოს კითხვას : ,,X-ის საკონტაქტო ხომ არ გაქვს?!”.


პიარის არარსებობა –  ჩემი აზრით, ყველაზე მტკივნეული საერთო მახასიათებელი ეს არის. რეალურად, საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობა თავის თავში გულისხმობს მარკეტინგსა და გაყიდვებს, რაც, საბოლოოდ ისეთ არეულობას იწვევს, რომ ვიღებთ აი, იმ ადამიანებსზემოთ რომ განვიხილე.უბედურება კი ის არის, რომ არც არავინ ცდილობს ამის გამოსწორებას. არ ვიცი,ალბათ ,,პიარშიკებსაცმოსწონთ ბევრი პროფესიის შეთავსება და მათ დამქირავებელსაც კადრებზე დახარჯული რესურსების შემცირება, მაგრამ ეს ორმხრივი ფაქტორი განაპირობებს ქვეყანაში პიარის, როგორც პროფესიის არარსებობას და ეს ამბავი ისეთი გულდასაწყვეტია, მეტი რომ არ შეიძლება

P.S. მიუხედავად იმისა, ამოიკითხეთ თუ არა ეს ჩემს ტექსტში, მე მართლა, გულწრფელად მიყვარს ეს ადამიანები. ჩვენ (ჟურნალისტები) და ისინი ძალიან ვადგებით ერთმანეთს საერთო საქმეში, მიუხედავად იმისა რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობები, რამდენად კომიკური ან ამაზრზენიც არ უნდა ჩანდეს ის მესამე თვალისთვის

მინდა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც პროფესია გადარჩეს და უფრო დინჯი სახე მიიღოს. ჩვენ კი, მოსახლეობამ, დავინახოთ მატი სიჭრელე და ის, რომ ადამიანები ამ პროფესიით ცდილობენ, განავითარონ საკუთარი თავი და აქციონ საკუთარი საქმე უფრო დახვეწილად

Advertisements

One comment

  1. თან თანდაყოლილი ნიჭი გვაქვს უნდა მივცეთ გზა ფართოვანი :დ ყველაზე ცუდ ტიპსაც შეუძლია რაღაც მოიგონს და გაავრცელოს თავის სოციუმში “აი ეს მე ვარ რო იცოდეთ”

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s