საქართველო – პატარა ქვეყანა,რომელიც გადარჩა.

NYT2008081213162399C

უამრავი რამე დამიწერია ამაზე. არავინ თუ აღარ მოუსმენს ჩემს გლოვას,  გავიგებ. ტკივილის მასშტაბებს თუ გადამეტებულ ტრაგიზმად შემიფასებენ, ესეც არ იქნება უცხო. მაინც მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ილაპარაკოს, ვისაც როგორ შეუძლია : ვწეროთ, ვუძღვნათ მუსიკალური კომპოზიციები, გამოვიდეთ დიდი აუდიტორიის წინაშე და წავიკითხოთ ემოციური სიტყვა, მოვიდეთ პოლიტიკაში და გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის პროდასავლური კურსი.

ვისაც როგორ შეგვიძლია! – მე არაფერი მაქვს წერის გარდა – მე ასე შემიძლია.

8 აგვისტოა. სამსახურში ვზივარ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა მოხდა ზუსტად 8 წლის წინ.

11 წლის ვიყავი, ბომბების ხმამ რომ დააყრუა ჩვენი ქვეყანა. მას შემდეგ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაანალიზებ, რომ მე ომგამოვლილი თაობა ვარ. მე ის ვარ, ვისაც ახსოვს, დახურული მაღაზიები, მაცივრებში გაფუჭებული პროდუქტები და ამის ფონზე გროტესკულად აღქმადი, მშიერი ქართველები.

მე ერთ-ერთი ვარ, ვინც ზუსტად იცის, რატომ არის წეროვანში ამდენი ერთნაირი სახლი და რაც ყველაზე ცუდია, ერთ-ერთი ვარ, ვისმა ოჯახმაც 5 ღამე თეთრად გაათენა ეპიცენტრში მოყოლილი წევრის გამო.

მე ის ვარ, ვისაც ეშინოდა, უმამოდ არ დარჩენილიყო.

ვინც ტიროდა სახლში ბურჯად დარჩენილი ბებია-ბაბუის გამო, შედარებით უსაფრთხო ადგილას გადამალული.

13891810_1449937751699293_5549311736951387705_n

მე ის ვარ, ვინც შეიძულა რუსული ენა. რაღაცნაირად, ბუნებრივად, სისხლში გამიჯდა ამ ერის სიძულვილი, რაც, შეიძლება, სულაც არ არის სწორი.

 

ის ვარ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო წყნარად არ უნდა დალოდებოდა პუტინის ჩექმას – ასე დამკვიდრებულ ტერმინს, რომელიც იმაზე მძიმე რამეს აღნიშნავს, ვიდრე მის მთქმელთა უმეტესობას შეუძლია წარმოიდგინოს.

20080809-wor_01

მადლობა აგვისტოს 5 დღეს!

მადლობა იმისთვის, რომ სულით ხორცამდე ჩანერგა ჩემში ეროვნულობის განცდა.
მადლობა იმისთვის, რომ ახლა, როცა ვზივარ სამსახურში, რომელიც არ გაძლევს საშუალებას, იფიქრო რამეზე, გარდა შენი საქმისა , ტანზე ჟრუანტელდაყრილი ვიხსენებ 8აგვისტოს.
მადლობა იმისთვის, რომ მაჩვენა, როგორ მიყვარს მშვიდობა.
მადლობა, რომ დღეს არც ერთი სამოთხე არ მირჩევნია ჩემს სალ კლდეებს და ამაში ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც საკუთარ არსებეობაში.
მადლობა იმისთვის, რომ ზუსტად ვიცი, თუ როდესმე ჩემს ქვეყანას მოუწევს, გაიმეოროს აგვისტოს დღეები, მე ომში წავალ. ნებისმიერი სტატუსით, მაგრამ წავალ.
მადლობა იმისთვის, რომ დამარწმუნა ანწუხელიძეების არსებობაში.
მადლობა იმისთვის, რომ დღეს, როცა იმ 5 დღეს ვიხსენებ, ყოველ ჯერზე ერთნაირად ვრწმუნდები, როგორი მაგარია ჩემი ქვეყანა!
მადლობა იმისთვის, რომ მჯერა საკუთარი ხალხის უცნაურად მაღალი ტემპერამენტის.
მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელსაც საქართველოს გამო ვგრძნობ!

მე მახსოვს აგვისტოს ომი და მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა ზუსტად ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო.
მე ვიცი, რომ რუსეთი ისტორიაში დამხობილი იმპერიის სახელით შევა, საქართველო კი პატარა ქვეყნის, რომელიც გადარჩა.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s