ტაში პაპიძის ვერდიქტს! ტაში, მეგობრებო!

ღმერთს არასწორი საქციელის გამო პატიებას იშვიათად ვთხოვ. არ ვიცი, ჩემი ნაკლია, ალბათ, მაგრამ როცა ვხვდები, რომ რაღაც ცუდად გავაკეთე ან ვთქვი, ყოველთვის საკუთარ თავთან გასაუბრება მირჩევნია ღმერთის წინ წაკითხულ მონოლოგს.
ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო. ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის და უკვე დამნაშავედ ცნობილი მაგდა პაპიძის საქმემ მასწავლა ჩემი ნათქვამის გამო უზენაესი ძალისთვის ბოდიშის მოხდა. ხშირად ასე ვიწყებდი საუბარს : ,,ღმერთო, მაპატიე, მაგრამ მჯერა, რომ 25 წლის გოგომ მოკლა ორი ადამიანი… და თან, არა უბრალოდ ორი ადამიანი, საკუთარი მუცლით ნატარები და ის, ვინც დედობის ბედნიერების განცდაში დაეხმარა – საკუთარი ქმარი!”

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს და ახლა უკვე ,,დამნაშავეს” აღარ სჭირდება წინ ,,სავარაუდოს” დამატება. გული მეხლიჩება ორად, რომ წარმოვიდგენ, როგორ ცხოველად ქცევა შეუძლია ადამიანს.
თუმცა, მგონი ადამიანისთვის ცხოველის დაძახება კი არა, პირიქით, ცხოველისთვის ,,ადამიანის” კადრებაა შეურაცხყოფა.

ვერდიქტის გამოტანისას ჩუმად გადაღებული ვიდეოკადრები გავრცელდა რამდენიმე წამის წინ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო გამოშვებაში. არც მეტი, არც ნაკლები, ხალხმა ტაში დაუკრა იმის გააზრებას, რომ დედას შეუძლია საკუთარი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტოს, ქალს კი იმ კაცისთვის უროთი სიცოცხლის წართმევა შეუძლია, ვისთანაც შვილი ჰყავს, ვისაც როდესღაც კოცნიდა, ვის ტანსაცმელსაც რეცხავდა, ვისთანაც სექსი ჰქონდა, უყვარდა, როდესღაც მაინც!

ჰო, მან მოკლა, სასამართლო ასე ამბობს. პროკურატურას იმაზე მყარი არგუმენტები აქვს, ვიდრე პაპიძის დას, რომელმაც პროკურორს ჯერ არ-დაბადებული შვილის სიკვდილი უსურვა! დედას, რომელმაც სიძის ძმას ,,ისლამურ დაჯგუფებაში” გაწევრიანება დასწამა (ჩემი ღრმა რწმენით), როცა ვეღარ მიხვდა, როგორ მოეტყუებინა სასამართლო. ადვოკატებს, რომელთაგან ორივე თავის საქმეს აკეთებს და რაღაცნაირად, სადღაც, მესმის კიდეც.  მაქსიმუმს აკეთებენ ისინი, სხვას, ალბათ, ვერც ვერაფერს შეძლებდნენ.

თუმცა, მაინც, იმის მაგივრად, რომ ამ საშინელი განაჩენის მოსმენისას გვეტირა, მეტყველების უნარი დაგვეკარგა, გვეჩურჩულა ერთმანეთში ,,რა დაუჯერებელი ამბავი მოხდა!”, ,,რა საცოდაობაა!” – ერთხმად, ხელის ხელზე შემოკვრით ვიზეიმეთ ყველაზე ურყევი, წმინდა ინსტიტუტის – დედაშვილობის – უაზრობად, სიბოროტედ გადაქცევა. იმის დაჯერება, რომ ადამიანები ასეთებიც ხდებიან, რაიმე მიზეზის გამო.

არც ჩვენ ვართ ამ საქმეში სუფთა! ჩვენც დავკარგეთ საზოგადოების სახე. პირველად მაშინ, როცა ტელევიზიებით გაგებული ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე ქალი საკუთარი შვილის მკვლელად შევრაცხეთ,
მეორედ – მაშინ, როცა მაგდა პაპიძის საწოლში დავიწყეთ ფოთიალი,
მესამედ – მაშინ, როცა მის წარსულსა და ამ საშინელებას შორის პარალელები დაუფიქრებლად გავავლეთ
და საბოლოოდ მაშინ – როცა ამბავს, რომელმაც ადამიანობის არსებობაშიც კი ეჭვი შეგვატანინა  და ბოროტების უსაზღვროობაში დაგვარწმუნა – ტაში დავუკარით.

ჩვენც დავაშავეთ. თან – მაგრად დავაშავეთ!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s