საქართველო და უცნაური ,,სიკეთე”

ბოლო წლებია აქტიურად ვითხოვთ ძირეულ ცვლილებებს ,,უკეთესი საქართველოსთვის“. ვიწუნებთ მენტალიტეტს, ვეწინააღმდეგებით აკრძალვებს, მივილტვით მეტი თავისუფლებისკენ და მაინც, ეს პროცესი აუტანლად ნელი და შეუმჩნეველია.

ვფიქრობდი, რატომ არაფრით გვეღირსა ქართველებს სექსუალური თავისუფლება, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ხარისხიანი განათლება ისეთ ფასად, რომ მთელი ნათესაობის ვალი არ დაგვედოს, ქალთა და მამაკაცთა სწორუფლებიანობა და .. მოკლედ, საბოლოოდ ასეთ მოსაზრებაზე შევჩერდი : ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ არნახულად კეთილი ერი ვართ!

კითხეთ სრულწლოვან ახალგაზრდას, რომელიც მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვს, გაუსინჯავს თუ არა საერთოდ ის : მაშინვე ხელებს გაასავსავებს და გისაყვედურებთ ასეთი უხერხული და დამამცირებელი შეკითხვის გამო. თუ ამ საუბარს რამდენიმე სხვა ადამიანიც ესწრება, შეიძლება საერთოდ ანათემას გადაგცეთ.

მოდად იქცა ქალიშვილობის ინსტიტუტის გმობა, თუმცა ცოტა გოგო თუ აღიარებს, რომ ქორწინებამდე მეგობარ ბიჭთან სქესობრივი კავშირი მისთვის მისაღებია (პრაქტიკაში გამოცდილი მაქვსო, ამის თქმას მხოლოდ ძალიან გამბედავი თუ ,,იკადრებს“).

განსაკუთრებით მეცინება ხოლმე, როცა გენდერულ თანასწორობაზე მიდგება საქმე. ტოკშოუ ,,პროფილისის ეპიზოდი ხომ ყველას გვახსოვს, ნაციონალურ ტანსაცმელში ჩაცმულმა ქალმა რომ უთხრა მაია ასათიანს, გენდერული თანასწორობა არ არსებობსო?! – ვინ არ აქილიკა? რომელი ისეთი ადამიანი დაეთანხმა მის მოსაზრებას, საშუალოდ განვითარებულობაზე მაინც რომ ჰქონდეს პრეტენზია? – მე ასეთი არ შემხვედრია. სამაგიეროდ, კრიტიკის ცეცხლის შემნთებგამაღვივებლებში მრავლად იყვნენ გოგონები, რომლებიც სარფიანად გათხოვებასა და მთელი ცხოვრების დაქალებთან ჭორაობაში გატარებაზე ოცნებობენ, ქმრის ხელფასის შემყურე ცოლის ამპლუაში და ბიჭები, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახში მთავარი მაინც კაცის სიტყვაა. – და თუ ეს სურათი გვიდევს წინ, მაშინ რატომ ვლანძღავთ ქალს, რომელსაც, რეალურად, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისათვის მისაღები იდეოლოგია აქვს? იმიტომ რომ იმ ტანსაცმლით გამოვიდა, რომელიც მისთვის არის მისაღები? – ,,რომელი საუკუნეა?” – ხომ ყველაზე ტრენდული შეკითხვაა ჩვენს დღევანდელობაში? მაშინ, რა უფლებით ვუზღუდავთ ვინმეს გამოხატვის თავისუფლებას, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს მის ჩაცმულობას ეხება? იქნებ, ის ასე ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს?!

 

ეს, რაც შეეხებოდა გაუმხელელ სურვილებსა და შეფარვით მორჩილებას. ახლა, ნებაყოფლობით უმოქმედობაზეც ვილაპარაკებ ცოტას და მოვრჩები

საქართველოდან განათლების მისაღებად წასული რამდენი ახალგაზრდაა თქვენ გარშემო? (მათი ნაწილი უკან არც ბრუნდება და ამასაც აქვს თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები). ფაქტია, რომ განათლების ხარისხი საქართველოში ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებსა და ამერიკაში. ვაკრიტიკებთ დღევანდელ განათლების სისტემას,  უნივერსიტეტს არაფრისმომცემ დაწესებულებად აღვიქვამთ და ყოველი სემესტრის ბოლოს ,,შეტენილსაგანში ასეულობით ლარს იხდიან ჩვენი მშობლები. იქნებ, ვინმეს ჰგონია, რომ თუ გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში ან სადმე სხვა, უფრო მომხიბვლელ ქვეყანაში იცხოვრებს, ქულებს ვინმე ისე, უბრალოდ დაუწერს და პროფესიის შესაბამისი ცოდნა თავისით ჩაუფრინდება გონებაში? – ეჭვი მეპარება, ასეთი გულუბრყვილო იყოს რომელიმე საღ გონებაზე მყოფი ახალგაზრდა

გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება და საარჩევნო ყუთში ერთი ფარატინა ფურცლის ჩაგდებაც გვეზარება. – სხვა გააკეთებს, ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. თავისით დალაგდება.

ჰოდა, ზუსტად ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, რომ არანახულად კეთილი ერი ვართ. ვაპროტესტებთ ყველაფერს და ვითხოვთ უკეთეს ქვეყანას – ,,სხვისთვის“. აბა, რად უნდა
სიტყვა ,,მარიხუანაზეწამოწითლებულსმისი დეკრიმინალიზაცია;
აპკს მოჭიდებულსქალიშვილობის ინტიტუტის დანგრევა;
ქმრის მომლოდინე, უპრეტენზიო, მცირედით დაკმაყოფილებულ ქალსსწორუფლებიანობა;
ადამიანს, რომელიც მას არ იყენებსარჩევნის უფლება.

 

ცხადიასხვისთვის!
აი, ესეც ჩვენი სიკეთე!

ცუდი ის არის, რომ ყველაფერზე მხოლოდ სიტყვიერად გალაშქრება გვიყვარს, რაც, რეალურად, შედეგს არ იძლევა. საკუთარი სხეულით, გონებითა და შრომით მანკიერების მოსპობის იდეა არავის ხიბლავს. იმას კი არავინ იაზრებს, რომ თუ ყველა მხოლოდ ილაპარაკებს, არავინ მოიქცევა რელევანტურად და ქმედებებში არ გამოხატავს საკუთარ პროტესტს, ყოველთვის იქ დავრჩებით, სადაც ვართ. ყოველთვის, როცა რაიმე ახლის დანერგვა მოგვინდება პასუხად მივიღებთ ,,მოდას ნუ ჰყვები, არაფერში გჭირდება!” – და ყოველთვის ყველას ეგონება, რომ ჩვენთვის ნების უზენაესობა საჭირო არ არის.
უნდა მოვრჩეთ ტყუილს, თითქოს არ გვჭირდება, დაძრულ თავისუფლების მატარებელს შევახტეთ და უკეთეს სამყაროში გავყვეთ. ან, თუ დღევანდელობა ჩვენი კომფორტის ზონაა, ტყუილად მაინც ნუ ვიყვირებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქრონიკული უკმაყოფილებით შევივსოთ უსაქმურობით გაფერმკრთალებული ცხოვრება.

უნდა დავძლიოთ ახლის მიღებისა და უკურეაქციების შიში.
სხვა შემთხვევაში, არასდროს მოგვეცემა ის ,,ლომთა ხვედრი“, ნანატრი თავისუფლება

Advertisements

One Comment Add yours

  1. annakhuntsi says:

    შეიძლება ზოგი რამ ზედმეტად მკაცრად გაკრიტიკებული მომეჩვენა, მაგრამ ფაქტია – ბევრი რამ სწორი ითქვა! რეალურად მართლაც ბევრისთვის მისაღებია ის, რის წინააღმდეგაც თითქოს იბრძვის 😦 ყველაფერს კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებთ და ვივიწყებთ, რომ ნებისმიერს აქვს თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება; თუ ჩვენ მას არ ვეთანხმებით, არ ნიშნავს, რომ ის ცდება 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s