ქალები, რომლებსაც ცოლებად ზრდიდნენ

გოგონები, რომელთა ცხოვრებაც ასეთია :
16
წლის ასაკში თხოვდებიან.
დაოჯახებასთან ერთად სოციალური ქსელიდან ქრებიან  (მათი acoount- იბადება შვილთან ერთად და ივსება ბავშვისა და მეუღლის ფოტოებით).
ლექციებს აცდენენ, რადგან ,,ოჯახია მთავარი”.
მხოლოდ ბანკებში, საავადმყოფოებსა და მაღაზიებში მუშაობენ, რომ მათმა ქმრებმა ოჯახის თავკაცობის დაკარგვის სუნი არ იგრძნონუბრალოდ არ ეძებენ ბედნიერებას იქ, სადაც მისი პოვნა შეიძლება

ზოგიერთი  ძალიან განიცდის და ბრძოლას იწყებს (ან ვერ იწყებს და ბოლოს ბედს ურიგდება) – ეს ნორმალურია. ყველა ვუშვებთ შეცდომებს, რომელთა გამოსწორების შანსიც აუცილებლად გვეძლევა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც.

გასაკვირი ისაა, რომ ზოგი დაბადებიდან შეგუებულია ყაზარმული ცხოვრების წესს. მისთვის მისაღებია, რომ ვიღაცას უნდა ემორჩილებოდეს, სოციალურ ქსელში მხოლოდ წმინდანებისა და ოჯახის ფოტოების გამოქვეყნების უფლება უნდა ჰქონდეს და ტელეფონს გამუდმებით უნდა უმოწმებდეს კომპლექსების ტყვეთავისი ბელადი.

,,დიაღ, მონობა საშინელებაა, მომაკვდინებელია, როგორც სიბერე, და იგი იწვევს ერის სიბერეს, სხვაფრივ ერის სიბერე და სიკვდილი შეუძლებელია მანამდე, სანამ მზე ანათებს დღით და ღამით მთვარე. “

ახლა იმ გოგონებზე ვყვები, რომლებსაც დაბადებიდან ცოლებად ზრდიდნენ. ასწავლიდნენ, როგორ უნდა ,,ეტრიალათსამზარეულოში და არ მოუწოდებდნენ, ეკითხათ, ემოგზაურათ, ეკამათათ, სულ ცოტა, ეფიქრათ მაინც. ამის შედეგია ადამიანი, რომელსაც პროტესტის გრძნობა არ უჩნდება არაფრის მიმართ. ის შეგუებულია ალკოჰოლის სუნს, დაუმსახურებელ ტონს, ბავშვისთვის ღამის თევას მაშინ, როცა მის მეუღლეს ტკბილად სძინავს და განვითარების მხოლოდ ერთ კონკრეტულ, თავიდანვე დაწესებულ მაქსიმუმს.

 

ყველაზე საწყენი (და თან სასიხარულო) იმის გააზრებაა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მათი თანდაყოლილი ბუნება კი არააღზრდის მეთოდოლოგიისგან დანატოვარი მანკიერებაა.
საწყენია ის, რომ დედა საკუთარ შვილს ასე იმეტებს.
სასიხარულო კი ის, რომ შეძენილი დაავადების განკურნების შანსი მეტია, ვიდრე იმის, რასაც გენეტიკა ინახავს.

ვფიქრობ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ის პერიოდია, როცა ერი რაღაც  მასშტაბური  გარდატეხისთვის იწყებს მზადებას. ყოველ დღე მრავლდებიან სწორად მოაზროვნე, ცვლილებების მოყვარული ადამიანები საზოგადოებაში და მგონია, რომ აუცილებელია, ნელნელა გოგონები ცოლებად კი არამაგარ ქალებად ვზარდოთ. ქალებად, რომლებსაც ვერავინ ვერაფერს უბრძანებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ გააკეთებენ სადილს, როცა ამის სურვილი ექნებათ და მხოლოდ მაშინ დაჯდებიან სახლებში, როცა მათი კარიერული წინსვლა სულ ცოტა ხნით შეჩერდება.

საქართველო მოდის მორჩილი ქვეყანაა. ამიტომ უნდა შემოვიდეს ახალი ტენდენცია – ბრძოლა.
ყველაფრისთვის უნდა იბრძოლონ ქალებმასაკუთარი კეთილი ნების უზენაესობისთვის, სიტყვის უფლებისთვის (რაც, თითქოს,გვაქვს), თვითმყოფადობისთვის, ამბებისთვის, რომლებსაც დააგროვებენ და შეავსებენ ბედნიერებითარაფრისმთქმელი, ყველას მსგავსი ისტორიების ნაცვლად.
უნდა ვიბრძოლოთ!
რომ ქალები შვილებს ღირსეულ კაცებად და მებრძოლ ქალებად ზრდიდნენ.
რომ დედები თავიანთ ვაჟებს თავიდანვე უნერგავდნენ გენდერული ბალანსის კულტურას.
რომ ერთმანეთის ჭამის ნაცვლად, დაჩაგრულს ვეხმარებოდეთ.
რომ არ ,,ტეხავდესსურვილისამებრ გაზრდილი, შემცირებული ან ერთ ადგილას გაყინული პარტნიორების რაოდენობა.
რომ გვიყვარდეს ერთმანეთთან ლაპარაკი, ერთმანეთზე ლაპარაკის ნაცვლად.
რომ ქალებს სჯეროდეთ საკუთარი განუზომელი შესაძლებლობების და არ ელოდნენ ქმრის მოტანილ ხელფასს (სხვა თუ არაფერი, კაცებმა რა დააშავეს, მათაც ხომ უნდა შეეხიდოს ვიღაც?!)!

უნდა ვიბრძოლოთ, ვდისტანცირდეთ წინა თაობებისგან და სწორი მიმართულება ავირჩიოთ, გავაძლიეროთ საკუთარი სულები და სხეულები და საბოლოოდ ავაშენოთ ქვეყანა,
სადაც არ იქნება საჭირო (ვფიქრობ,აუცილებელიც კი გახდა), რომ ადამიანებმა იძახონ ,,არა ქალ კლა!”
სადაც  ყველა კაცს ეცოდინება, რომ დაგროვილი ძალის, ბრაზის ან მამაკაცური ჟინისგან (თუ ის ასე ძალიან აწვება მის სისხლძარღვებსა და კუნთებს) შეუძლია სპორტულ დარბაზში გათავისუფლდეს, ქალის სხეულზე (უარეს შემთხვევაში სიცოცხლეზე) გალაშქრების ნაცვლად.

უნდა გვიკვირდეს ცოლის მკვლელობა. უნდა ვყვიროდეთ, ვკამათობდეთ, ვმოძრაობდეთ, ვკავდებოდეთ სამოქალაქო აქტივიზმით, ვმართავდეთ საპროტესტო აქციებს და ვამკვიდრებდეთ საკუთარ თავებში იდეოლოგიას, რომელიც მსოფლიოს დააჯერებს, რომ სუსტი სქესი არ არსებობს.

თქვენ იცით, რომ მე არაფერს ვამბობ ახალს.

,,რა კარგი იქნებოდა, მკითხველო, იგივე ცხოვრება შაჰბრძოლებოდა დანარჩენს, თმაზე უმრავლეს, ბებერს აზრებს, ბებერს დახავსებულ ჩვეულებებს. ვინ იცის როდის მოვესწრებით ამას.”

Advertisements

One comment

  1. ზოგადად, მომეწონა სტატიაში გამოთქმული აზრები, თუმცა, იმას არ ვეთანხმები, რომ უნდა გავემიჯნოთ წინა თაობას; მათ შორისაც არიან საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ქალს მამაკაცის მონად არ მიიჩნევენ. და სხვებს კიდევ უნდა დავანახოთ, რომ ქალის თავისუფლება არანაირად არ ვნებს არავის, აუცილებელი და სასიკეთოა.მთავარია, ჩვენ გავზარდოთ ის ღირსეული თაობა, რომელიც ერთნაირად სცემს პატივს ორივე სქესის წარმომადგენელს. განა საქართველო ოდითგანვე არ იყო ცნობილი ქალის პატივისცემით?! სწორედ ამას ივიწყენს და თავისებურად, სურვილისამებრ ატრიალებს ბევრი 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s