გთხოვთ, წამართვით ,,ქართველობა”.

 

ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა არის ეს საკრალური აბსტრაქცია – ,,ქართველობა” – რომელსაც ასე ჯიქურ გვართმევენ
თამამი ახალგაზრდები,
ევროპისკენ სახით მდგარი ადამიანები,
ისინი, ვისაც ბრმად არ სწამს
და სხვა ეშმაკისეული ქმნილებანი.

ქართველობის წართმევაზე ძირითადად როგორი ადამიანები წუწუნებენ, ალბათ, ყველამ იცის.

სასმელით მუცელდაბერილი შუახნის მამაკაცები, მათი ცოლები და ის, ვინც ამ ორი უკანასკნელის გონების სიბნელით ხელს ითბობს.

დამანახეთ ქართველობა იქ, სადაც გოგოს, რომელიც ერთი თვის გაცნობილმა ბიჭმა მოიტაცა 15 წლის ასაკში, სახლში დაბრუნება არ დააძალეს. მისი არჩევანი იყო რომ გათხოვდა და დარჩეს ახლა იქო – ასე თქვა მამამ. არავის უცდია, ბავშვი მშობლებთან დაებრუნებინა, არავინ დალაპარაკებია, რომ მისთვის სწორი გზა ეჩვენებინა. ზუსტად 2 თვეში გოგო ნაცემი დაბრუნდა სახლში და მალევე უკან გაუშვეს, ოჯახია, უნდა შეინარჩუნო, ასე ყველა კინკლაობაზე რომ კერა გამეციებინა, ამ ცხოვრებას აქამდე ვერ მოვიტანდიო – დედამ. ასე გრძელდებოდა 1 წლის განმავლობაში. ბავშვი მოდიოდა ნაცემი და იარებმოშუშებული უკან ბრუნდებოდა, ქმრისთვის საგულდაგულად გამოწყობილი.

საბოლოოდ ქმარმა მამის თვალწინ სცემა და კაცი იძულებული გახდა, შვილი თავისთან დაეტოვებინა. გოგო ორსულად აღმოჩნდა. აბორტი გაუკეთეს. წინააღმდეგობა არ გაუწევია, ვერ მიხვდა, რას აკეთებდა. ზუსტად ვიცი, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ საკუთარ შვილს კლავდა. უბრალოდ ორსულობა შეწყვიტა და მორჩა. როცა დედამისს ამაზე  ვინმე პასუხს მოსთხოვდა, ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობდა – ყველაფერს ამსუბუქებდა იმით, რომ აბორტი მედიკამენტოზური, უმტკივნეულო იყო. – ვიცი, ამას ბევრი მოგონილ ისტორიად ჩათვლის, მაგრამ ფაქტები ყოველთვის იმაზე მეტად ჯიუტები არიან, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ამის წარმოდგენა –  15 წლის გოგოს სხეულზე სიგარეტის ჩაქრობით დატოვებული იარები, ისტერიკული სიცილი აბორტის ხსენებაზე და ვერგააზრება ყველაზე ძვირფასის მკვლელობაში თანამონაწილეობისა. ზუსტად ამ საცოდავი ბავშვის მამა სვამს ხშირად ქართველობის სადღეგრძელოს.

ქვეყნის ხსენებაზე ჭიქას სასულიერო პირებიც ბოლომდე ცლიან. მინახავს ესეც. ისინი, ქუჩაში მდგარ ნაყიდ ბავშვს, სამყაროს ყველაზე დიდ მსხვერპლს, უშველებელი ჯიპის ფანჯრიდან შეხედვას და მარჯვენა ხელის გამოძრავებასაც რომ ამადლიან – დალოცვაა ეს მოძრაობა. დალოცვა, რომლისაც თვითონაც აღარ სწამთ.

განსაკუთრებით აქტიურად იცავენ ქართველობას ,,რუსეთებში ნაგულავები” 90-იანი წლების ბნელი გადმონაშთები. სმისა და უსაქმურობისგან სიგრძე-სიგანე ერთი ზომის  რომ აქვთ. ყოველდღიურობად ქცეულ სუფრაზე პირველივე ლუკმის შემდეგ ნელ-ნელა რომ იწყებენ ქამრის შეხსნას, მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ მუცელს რომ ათავისუფლებენ მჭიდროდ შემოჭერილი შარვლისგან და სმით დაღლილები ცოლებს აგინებენ (უნდა ვაღიარო, ზოგი მეგობრების თვალწინ ამის გაკეთებას ერიდება, პატივს სცემს საკუთარ მეორე ნახევარს და ალბათ, იმ 6 ჭიქას, რომელიც ქალების ქება-დიდებაში გალია).

,,ბიჭებო, მოდით, ჩვენს ქალებს გაუმარჯოთ! ამათ შემოვევლეთ,ჩვენი ცოლები, ჩვენი გოგოები, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ამათ გარეშე?! – არაფერი! “

დავფიქრდი და, ეს ადამიანები სწორედ იმას შეურაცხყოფენ, რასაც სიტყვიერად ადიდებენ.

არ მინახავს ,,ქართველი კაცი”, რომელიც სიყვარულის, სამშობლოს, ოჯახისა და ცოლის სადღეგრძელოს არ დალევს. რომელს სცემს პატივს? – არც ერთს. საერთოდ არაფრის მიმართ არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად და იმაზე ლაპარაკი ღიმილს ჰგვრის, რომ ევროპა ახლოს არის. მერე გულის წყვეტა ესახება უსახურ სახეზე და მოსკოვში ნაყიდ შოკოლადსა და შამპანურს იხსენებს, რომლითაც არარსებულ ნატაშასთან ადიოდა.

ამ ,,ქართველობის” წართმევას ცდილობს ევროპა. სწორად გააზრებული თავისუფლებისა და კეთილი ნების უზენაესობის შემოტანას ვერ ეგუებიან ზემოთხსენებული ,,პატრიოტები”. რაც უფრო ახლოს მოვა დასავლეთი, მით მეტი ქართველი ქალი გაიგებს, როგორია ნამდვილი ქმარი და როგორ უნდა ექცეოდეს მას კაცი. მეტი ადამიანი მიხვდება, რომ მღვდელი შუამავალია უზენაეს ძალასა და ადამიანს შორის და არა თვითონ ღვთაება, რომელსაც მრევლმა ძღვენის სახით ვეებერთელა მანქანა უნდა მიართვას და მეტი გოგო გაიგებს, რომ მიუხედავად იმისა, მოხდა მის ცხოვრებაში არასასურველი დეფლორაცია თუ არა, მას უფლება აქვს, აიტანოს მხოლოდ ის, რაც მას სიამოვნებას მოუტანს – იცხოვროს კაცთან, ვინც ცემის ნაცვლად პატივს სცემს მას და შეებრძოლოს (ან გაექცეს) ქმარს, რომელიც ცოლს  მხოლოდ საფერფლედ და გამრავლებისთვის საჭირო ჭურჭლად აღიქვამს.

,,წაგვართვან ” ეს დამახინჯებული, ფასეულობებისაგან დაცლილი ,,ქართველობა” და გაგვააზრებინონ, რა არის კოსმოპოლიტიზმი.

გვასწავლონ, როგორ უნდა შევიგრძნოთ და მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი და როგორ მივიღოთ  მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში.

შეგვაგნებინონ, რომ პატიოსანი მუშაობა, გეგმაზომიერი მოქმედება განაპირობებს როგორც პიროვნების, ისე სახელმწიფოს წარმატებას,
რომ გავლენიანი ნათესავი არ ნიშნავს ჩვენს კარიერულ წინსვლას,
რომ ყველა პროფესია ერთნაირად პატივსაცემია,
რომ ერთ ადგილას გაჩერებული, ცივილიზაციისაგან შორს მდგარი რუსეთი არ არის მომავალი,
რომ უნდა გვეამაყებოდეს ჩვენი სამშობლო, თუმცა არ უარვყოფდეთ სხვას (ისევე როგორც რელიგიას),
რომ ქალებს ხმის უფლება აქვთ,
რომ უმცირესობები ვერ ,,გაგვირყვნიან” შვილებს, თუ ჩვენ თავად არ შევქმნით მათ ასეთებად

და ამის შემდეგ ,,ქართველობა” ბევრად უფრო ფასეული ცნება გახდება.

 

                                                                                                                                             ფოტო © თათია ნადარეიშვილი
Advertisements

67 comments

  1. am yvelafris brali aris gaunatlebloba,rata ojaxs adre qmnian,rodesac adamini jer wesivrad ar aris chamoyalibebuli da damoukideblad ar sheudzlia sworis gdawyvetilebis migeba, sxvisi daxmarebis gareshe.xolo,qalta uflebebs rom exebit da amtkicebt,dasavletidan shemovida,tu sqartvelos istorias gadavxedavt davinaxavt rom saqarTvelosac hyavda fenimisti qalebi :kato miqeladze da barbare jorjadze,romelnic aqtiurad ibrdzodnen da yvel qals mouwodebdnen tavianti uflebebis dasacavad.amit erti azris gamotana sheidzleba,tu codna ar gaqvs kargis da cudis garchevas vershedzleb,da ucodinaris martva advilia

    Like

    • გიო, მემგონი, პოსტში ნათლად არის მითითებული, რომ საუბარი არ არის ყველაზე – განურჩევლად. ვგულისხმობ ცალკე მდგარ ჯგუფებს და სანამ კომენტარს გააკეთებთ რამის შესახებ, კარგად წაიკითხეთ ჯერ.
      ნაადრევი ქორწინების მთელი ტრაგიზმი თქვენ წამოჭერით და არა მე. სხვა რამეზე იყო საუბარი და თქვენც, როგორც ,,ჭეშმარიტმა ქართველმა” სათქვენოდ შეაბრუნეთ.
      პატივისცემით,
      ნატა გელაშვილი.

      Liked by 1 person

    • 57 წლის ქალი ვარ და ვფიქრობ ზუსტად ამგვარად! ვფიქრობ, არაფერი გვეშველაება ახლო ხანებში, სანამ ის რუსეთუმენი და ზოგიერთი მათი გაზრდილთაგანი არ გარდაივლიან. განათლების მეტად დაბალი დონეა უბედურების სათავე. ევროპა და ამერიკა არ ნიშნავს გარყვნილებას!გარყვნილების სავანე სწორედ რომ რუსეთია. დასავლეთი თავისუფალ არჩევანს გაძლევს და თუ შენ არ გაქვს საკუთარი თავის იმედი, რომ დროზე ,,დაამუხრუჭო,, და მუდმივი ,,ზედამხედველ- მიმტყეპავი,, გჭირდება, ანუ შესტრფი იმ ერთი ,,გენიოსის,, ეპოქას, ეს შენი პრობლემაა!ძირს დრომოჭმული ტრადიციები….

      Liked by 1 person

  2. რამ შეგაძულათ ეს ქვეყანა თქვე უგვანოებო და უჯიშოებო? ან ასეთი დურაქულ სიუჟეტებს საიდან იგონებთ ან ამის ტვინგამოლაყებულ წამკითხავს და დამჯერებელს სად შოულობთ? ქართველი კაცის სრულად გადაჯიშებას ვერ ეღირსება თქვენი ვერცხლისმოყვარე მოდგმა და ამიტომ წადით, მოშორდით თქვენთვის ასე საძულველ ქვეყანას… თუ თქვენ დამქირავებელსაც არ ჭირდებით? ნეტავ გაგრძნობინათ, რა საშინელებას იმზადებთ საკუთარი თავისთვის, თქვე რეგვნებო?!

    Like

    • ჯერ შენი ძალით პატრიოტი დედის საქციელი დავხიეე მე : ) მეორედააა შენისთანაა შეუგნებელი სირებით რომ არის ქართველი ,,ვაჟკაცობა” სავსე იმიტომ აქვს ქვეყანას დედა აფეთქებული. ქვეყანაა ჩვენ კი არააა შენნაირ შიპლიპიტოებს ძულთ , შენნაირები არიან ყველაა მთავრობის ბრმა იარაღები , შენნაირი სირი ბრმადმადიდებლების თანადგომით დადიან მამაოები 80 000$ იანი ჯიპებით და შენნაირ სირებს შიმშილით სული ძვრებაა და მაინც დაღრეჯილი უყურებს ფუფუნებაში მყოფ მამაოს. შენისთანაა ვაჯკაცების დედის შუბაა დავხიეეე , ცოდვის კითხვაა რომ ანწუხელიძისნაირებსაც ვაჟკაცები ერქვათ და შენნაირი დედის მუტელ მოტყნულებიც რომ ვაჯკაცად გრძნობდნენ თავს : )

      Liked by 1 person

      • შოთა, ჩემ მხარეს ხარ ნაწილობრივ აშკარად და მადლობელი ვარ,რომ ეს სიტყვები ჩემ მიმართ არ იყო, მაგრამ მაინც იქნებ მეტად პოლიტ.კორექტულები ვიყოთ,რა, არ ღირს. 🙂

        Liked by 1 person

    • არ შემეძლო რო არ მეპასუხა თქვენი კომენტარისთვის.. იცით მე ქართველი ვარ ნამდვილად ,,ნამდვილი” ქართველი . აი ისეთი ქართული სიმღრის გაგონებისას ტანში ჭანჭველების მთლი არმია რო დამდის და სისხლი მიდუღს…. თუმცა არ შემიძლია არ დავეთანხმო სტატიის ავტორს რადგან არაერთხელ შევსწრებივარ იგივე ფაქტს როგორ აყენებდა ფიზიკურ შურაცყოფას ჩემს მეგობარს მისი მეუღლე და ასე შემდეგ .. ასეთები არსებობენ და იმედი მაქვს ერთეულები…ეს არარის მოგონილი ეს გადაჯიშებულო ,,ქართველობაა” …

      Liked by 1 person

    • ზაზა აი თვენ ხართ ის გადაჯიშებული ქართველი ზუსტად ,,ჭეშმარიტ ქათველს,, რომ ეძახით თავს 🙂 რუსეთთან ერთად გაჩერებული ,,ქართველი,,

      Like

  3. სწორედ რომ ეს არის ჩვენი რეალობა , მთანგველი რეალობა რომელიც ცხადად გვიფენია წინ, ჩვენ კიდევ არაფერს არ ვაკეთებთ ,არვცდილობთ შევცვალოთ არასასურველი რეალობა. თუმცა იმედი მაქვს ყველა ,,ქართველში” გაიღვიძებს თვითშეგნება რამეთუ სხვანაირად ეს მწარე რეალობა უცვლელი დარჩება და ისევ დაღრღნის მომავალი თაობების ფესვებს , რავიცი რავიცი

    Liked by 1 person

  4. ძალიან ძალიან არ მინდა დაგეთანხმო იმიტომ, რომ პირადად მე გამკმართლა ბევრ ასპექტში რაც აქ არის მოყვანილი.თუმცა სხვა გზა არ მაქვს მართალი ხარ ცამდე….

    Liked by 2 people

    • 57 წლის ქალი ვარ და ვფიქრობ ზუსტად ამგვარად! ვფიქრობ, არაფერი გვეშველაება ახლო ხანებში, სანამ ის რუსეთუმენი და ზოგიერთი მათი გაზრდილთაგანი არ გარდაივლიან. განათლების მეტად დაბალი დონეა უბედურების სათავე. ევროპა და ამერიკა არ ნიშნავს გარყვნილებას!გარყვნილების სავანე სწორედ რომ რუსეთია. დასავლეთი თავისუფალ არჩევანს გაძლევს და თუ შენ არ გაქვს საკუთარი თავის იმედი, რომ დროზე ,,დაამუხრუჭო,, და მუდმივი ,,ზედამხედველ- მიმტყეპავი,, გჭირდება, ანუ შესტრფი იმ ერთი ,,გენიოსის,, ეპოქას, ეს შენი პრობლემაა!ძირს დრომოჭმული ტრადიციები….

      Liked by 1 person

  5. მე როგორც ქართველი ულტრაპატრიოტი სრულიად ვიზიარებ ამ ნაწარმოების მთავარ მოტივაციას და მის შინაარსს. თუ მართლა ის არის ქართველობა რასაც ეს ზნედაცემული მასა მიიჩნევს,მაშინ ეშმაკსაც წაუღია იგი.
    ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ისეთი ქართველობისთვის რომელიც ზნეობრივად უმაღლეს საფეხურზე იდგება,იმისთვის რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძდნენ და არა დეგრადირებული იდიოტების ჩამოყალიბებული მენტალობისთვის

    Liked by 2 people

      • ერთ რამეში ვერ გარკვეულხართ 🙂 , ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა კულტურულ, მენტალური ფენები , ყველას ,,ქართველობა,, თავისებურად ესმის , არსებობენ საბჭითა კურტურასთან ნაზიარები ქართველობა , არსებობენ უფრო მეტად ევროპული ტიპის ქართველები , არსებობენ აზიური ტიპის ქათველებე და არსებობენ აზიურ-საბჭოთა ტიპის ქართველები , ამიტომმაოატიეთ და ეს ნააზრევი დაღაც გაურკვეველ მოთქმა წუწუნს გავს 🙂 თქვენ ვის ეკუთვნით ნამდვილად ვერ გავიგე , უფრო საბჭოურ აზიურს გევხართ 🙂

        Like

  6. 57 წლის ქალი ვარ და ვფიქრობ ზუსტად ამგვარად! ვფიქრობ, არაფერი გვეშველაება ახლო ხანებში, სანამ ის რუსეთუმენი და ზოგიერთი მათი გაზრდილთაგანი არ გარდაივლიან. განათლების მეტად დაბალი დონეა უბედურების სათავე. ევროპა და ამერიკა არ ნიშნავს გარყვნილებას!გარყვნილების სავანე სწორედ რომ რუსეთია. დასავლეთი თავისუფალ არჩევანს გაძლევს და თუ შენ არ გაქვს საკუთარი თავის იმედი, რომ დროზე ,,დაამუხრუჭო,, და მუდმივი ,,ზედამხედველ- მიმტყეპავი,, გჭირდება, ანუ შესტრფი იმ ერთი ,,გენიოსის,, ეპოქას, ეს შენი პრობლემაა!ძირს დრომოჭმული ტრადიციები….

    Like

  7. ცოტა არ იყოს საკუთარ თავზეც გაბრაზებული ვარ, რომ არაფერს ვაკეთებთ ამის გამოსასწორებლად. ის ფაქტი რომ მე ნამდვილად თავისუფალი ქალი ვარ, არ ნიშნავს, რომ ამით კმაყოფილი, სხვებს არ უნდა დვეხმაროთ ამ თავისუფლების მოპოვებაში.

    Liked by 1 person

  8. მდაჰ, საინტერესო სტატიაა, კომენტარებსაც გადავხედე და იქ წერ, რომ არ საუბრობ ყველაზე, მაგრამ სტატიის სათაურია გთხოვთ წამართვით ქართველობა, რატომ? ქართველობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცოლი ცემო, აგინო და ყველგან შეურაცხყოფა მიაყენო, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალი კაცზე რამით ნაკლებად მიიჩნიო. არც ის ტრადიცია გულისხმობს “ღიპების” მაგიდის ქვეშ შელაგებას, რომელიც ასე აძაგე. ქართველობის წართმევა არაფერს კარგს არმოგცემს, არ ვიცი ხალხო რამ შეგაძულათ ასე წვალებით მოტანილი კულტურა და ქვეყანა? ახლა მეტყვი არ მძულს ეს ქვეყანაო,მაგრამ ფაქტები ჯიუტია 😉 სულ სადღაც მივძვრებით, სულ ვიღაცას ვეტენებით და სულ ვიღაცისგან რაღაცის სწავლებას ვითხოვთ, როცა ჩენ ყველაფერი გვაქვს, უბრალოდ გადაშლა და დანახვა სჭირდება. გერმანელებმა რომ პირველად მსოფლიოზე გაბატონება მოინდომეს მაშინ ვაჟას უკვე ქონნდა დაწერილი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი და ილიას ნაქადაგები ის, რომ სხვები ეროვნების, ფერის, რელიგიისა და სხვა ეთნიკური ფასეულობების მიხედვით კიარა საკუთარი ადამიანობით უნდა შეაფასო. ჩვენ ჩვენი თავის ფასი უნდა შევიგნოთ და მერე უნდა ვასწავლოთ იმ ადამიანებს, რომლებზეც საურობ, რომ ქართველობა ის არაა რაც მათ ჰგონიათ (ქალზე ბატონობა და დიდი ღიპები), მაგრამ ამისთვის ჯერ შენ უნდა გინდოდეს, რომ ქართველი იყო. აბსოლიტურად ყველაფერში დაგეთანხმებოდი, რასაც აპროტესტებ, სხვას რომ არ თხოვდე ყველაფრის სწავლებას და საქართველოსა და ქართველობის ოდნავი სიყვარული მიანც რომ გამოსჭვიოდეს სტატიაში. (არ იფიქრო რომ სხვებისგან რამის სწავლას ნაკლად მივიჩნევ, უბრალოდ ამას ხვეწნა არ სჭირდება, დაინახე, რომ კარგია? გადმოიღე, ეს ყველას შეუძლია და სხვა არ სჭირდება ამისთვის)

    Liked by 1 person

    • თქვენი აზრით რატომ წერია სათაურში ,,ქართველობა” ? იმიტომ ხომ არა, რომ ქართველობა კი არა, მისი დამახინჯებული სახე მაღიზიანებს?! 🙂

      Liked by 1 person

      • კი, ბრჭყალები მაგას ნიშნავს, მაგრამ სტატიის შინაარსიდან გამომდინარე ეგ ბრჭყალები არასწორია, სხვას თხოვთ გვასწავლოს თავისი ფასეულობები, ეს კი მგონი ნიშნავს იმას, რომ ის არამანკიერი ქართველობაც არ მოგწონთ, რომელიც ბრჭყალების გარეშე დაიწერებოდა 😉 კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრობლემები რაც დასმულია ამ სტატიაში ნამდვილად არსებობს და ნამდვილად აღმოსაფხვრელია, ნამდვილად სისაძაგლეა, მაგრამ… ალბათ მიხვდი ჩემი უკმაყოფილების მთავარ მიზეზს, ვფიქრობ აქაც გამოვხატე და პირველ კომენტარში მთლად ნათლად ვთქვი.

        Like

  9. ე რამოდენა რამე გცოდნია ბიჯოო…..და რეცეპტი რა გაქვის გამოსავლადა?…..ეგაც რო გესწავლებინა არა სჯობდა?………თუ მაგის გრანტი ჯერ არ მაუცავისთ ჯერა………

    Liked by 1 person

      • იმათ ვისაც ასე არ მოგწონთ ქართველობა, მაგრამ სინამდვილეში არც კი იცით ის რაა, თუ ასე გაწუხებთ და რეალურად გაწუხებთ უნდა ზრუნავდეთ მის გამოსწორებაზე და არა შუღლის გაღვივებაზე და არა ვითომ ნაცოდნი ქართველობის უარყოფაზე, კარგად ჩანს თქვენი რეალური მოტივი თქვენივე სიტყვებიდან საიდანაც მხოლოდ ზიზღი იგრძნობა და არა სურვილი მისი გამოსწორებისა, კომენტარებში კიდე უფრო აშკარად (ეტყობა სტატიასტან შედარებით აქ ვერ მოთოკეთ თავი მისი გამომჟღავნებისგან) სამაგიეროდ კარგად სჩანს სურვილი მისი უაროფისა და დასავლეთის ამაღლებისა, ის ვისაც რეალურად სტკივა იბრძვის მისი ტკივილის მოშუშუბეისთვის და არა იარის მეტად გამწვავებისთვის, აი რაა თქვენი სინამდვილე, არც ერთი მოწოდების სიტყვას გამოსწორებისკენ ვერ დაინახავთ თქვენ კომენტარებშიი, და ამ ძვირფას სტატიაში, ამ სტატიის ავტორს კი კარგად ეტყობა რა ზნისაც არის და სინამდვილეში დემოკრატიის რომ არაფერი გაეგება, როცა თავის გვერდზე ამავე სტატიის კომენტარებში მის გამკრიტიკებელს უტოვებს შემდეგ კომენტარს “ნული, დაჯექი” როგორც ზემოთაა. ქედმაღალი, ამპარტავანი ,სხვისი აზრის არაპატივმცემელი და დემოკრატიის გაგებაში არ მყოფია სწორედაც. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, მასზე მართლდება, ვითომ დემოკრატიის დამცველია და სინამდვილეში კი მასში უვიცია და უბრალოდ მოდას აყოლილია, რატომ არ ცსემს სხვისი გამოხატვის უფლებას პატივს დემოკრატიი ავტორი!!!!!!!!! მისი ეს სტატია ერთ-ერთ ფანდადაც შეიძლება ჩაითვალოს პოპულარობის “მოსახვეჭად” ის ხომ მომავალი ჯურნალისტია,(ეს ჩემი პირადი შეფასებაა) არააა პრობლემების რეალური გულშმატკივარიიიი. !!!!!!!!!!!!!!!!!! რეალური ქართველობა არ გცოდნიათ,როგორც თქვენ ამწკიცებთ ვიციო, გამომდინარე იქიდანაც,რომ პრობლემის გადაჭრის გზად მხოლოდ სანაქებო, უმრავლესობით გარყვნილი დასავლეთი გესახებათ და ჭეშმარიტი ქართველობის აღდგენა არც გიხსენებიათ !!!!!!!!!!!!!!!!!! გეტყობათ რომ თქვენვე ვერ გარკვეულხართ და შემდეგ ქადაგებთ ვითომ გარკვეულს ” ,,წაგვართვან ” ეს დამახინჯებული, ფასეულობებისაგან დაცლილი ,,ქართველობა” და გაგვააზრებინონ, რა არის კოსმოპოლიტიზმი.” აქ ჩანს რომ თქვენდა უნებურად აღიარეთ რომ ეს რეალური ქართველობის შედეგია არაა, არამედ მისის დაკარგვის შედეგია, რომელიც კონტექსტით გააქილიკეთ და ბრჭყალებში ქართველობის ჩასმით ჯოკერი შემოინახეთ ცრუ პასუხის გასაცემად, მაგრამ თურმე დაგრჩენიათ სამხილი.!!!!!და კიდევ ოქროს მედალოსანს კარგად უნდა ესმოდეს სინამდვილეში რაა ქართველობა და ეს მდგომარეობა,რაც სტატიაშია აღწერილი რითია გამოწვეულიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! საერთოდ და საფრანგეთშიც კარგად იყიდებოდა ფულზე თავადობა და მაღალი თანამდებობა ისევე როგორც საქართველოში და სხვა მონარქიულ წყობილების ქვეყნებში,იმათ ანუ ევროპის ქვეყნებმა ამის გადაგდება მოახერხეს კარგა ხანია, მაგრამ საქართველოს შემორჩა, რადგან მონარქიის გადაგდების შემდგომ საბჭოთა წყობილება უზრუნველყოფდა მის არსებობას ევროპის კაპიტალისტური ქვეყნებისგან განსხვავებით. ისტორიული კონტექსტი ადამიანის ფსიქოლოგია და სხვა დამატებები, ამ პრობლემის საკითხში კი რა თქმა უნდა უგულებელყავით პლუსის დასაწერად!!!

        Like

      • მარიამ, რატო ჩავარდი ისტერიკაში, მე-4 კომენტარია, იმეორებ და იმეორებ, დამშვიდდი 😀
        გავიგეთ, რომ ნწ,ნწ, რა ცუდი გოგო ვარ. რამე სხვაც წაიკითხე :))

        Like

  10. ქალბატონო ნატა იმედია არ მიწყენთ მაგრამ ასე მგონია რომ აქ უბრალოდ გლობალურ პრობლემებს განიხილავთ და არა მხოლოდ საქართველოსი.. თხოვნა მხოლოდ ის მაქვს რომ აღნიშნოთ რომ ეს მხოლოდ ქართველების საწუხარი კი არა ზოგადი პრობლემააა..თორემ ხომ ხედავთ ზოგი გლანძღავთ ზოგს სულ სხვა ინფორმაცია რჩება.. კარგია მაგრამ , გავკადნიერდები და ამ ყოველივეს პირადად მე ამ სახელს არ დავარქმევდი..თუ გინდათ გრუზინიც მიწოდეთ . უბრალოდ არ მინდა განვიკითხოთ ჩვენი ქვეყანა ისეთი რამის გამო რაც ყველასთვის ნაქებ ქვენებშიც ანალოგიურად ხდება ,მაგრამ ისინი არ წერენ წამართვით ჩემი ……… …პატივისცემით არჩილ თაქთაქიშვილი

    Like

  11. გთხოვთ, წამართვათ საავტორო უფლება ამ ნამუშევარზე (პოსტერს ვგულისხმობ), მაინც არავინ არ მეკითხება და ისე იყენებს!!!

    Like

    • ქალბატონო თათია,
      გულწრფელად გიხდით ბოდიშს. ნაგუგლარია. იდეაში,არც დავფიქრებივარ, იყო თუ არა ქართველის.

      თუ პრობლემა არ იქნება, დავტოვებ. თუმცა, ცხადია,შემიძლია შევცვალო.
      პატივისცემით ნატა.

      Like

      • რაკი უკვე გაქვთ დაყენებული წაშლას აღარ გთხოვთ, თუ დატოვებთ ავტორის სახელი და გვარი მიაწერეთ თუ შეიძლება,არ აქვს მნიშვნელობა ქართველის იქნება თუ არა, გუგლშივე შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია საავტორო უფლებებზე ნებისმიერ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებთ.

        Liked by 1 person

  12. ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
    ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
    ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
    ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
    ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
    ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
    ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
    მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გაა….ი ნიკო გომელაური

    Liked by 1 person

  13. ვფიქრობ ეს გამოსავალი არაა და ასე ვერავინ წაგართმევთ “ქართველობას”. მსჯელობის და მითუმეტეს ისეთი კამათის, როცა მოპასუხის თქვენს მოსაზრებებზე გადმოყვანის სურვილი გამოძრავებთ, მთავარი წესია, რომ მოპასუხეს ჯერ ის ღირებულებები და მსოფლხედველობა გაუქროთ და იმის სისწორეში დააეჭვოთ, რაც მას აქვს.
    ამ მხრივ ეს პოსტი ჩინებულია, მძიმედ მაგრამ რეალურად აღწერს იმ უვარგის ღირებულებებს, რომლებიც აქვთ ამ ტიპის “ქართველებს”. მაგრამ საკმარისია კი მათ გამოსასწორებლად? დრომ აჩვენა რომ არა. მარტო ვორდპრესის ბაზაზე უამრავი ბლოგ პოსტი მოიპოვება ამ თემის და ამ სიუჟეტების გადმოცემით, მეტიც, შემიძლია ისეთებიც ვიპოვო 15-16 წლის წინ რომ იწრებოდა.

    მაშ, რა ხდება? ახლაც იგივე პრობლემაა და რატომ?

    ვფიქრობ, ზემოთმოყვანილი სენი “ქართველობა” სხვა იმუნურ თვისებას ავლენს და მისი კრიტიკა არ იღებს იმ შედეგებს, რასაც ზოგადად კრიტიკას უნდა მოჰყვებდეს. მითუმეტეს რომ ასეთი ტექსტები და კონკრეტულად ეს ტექსტიც გაჯერებულია ვიღაცის ლანძღვით, შეიძლება რბილი, მაგრამ მაინც ლანძღვით – “ბნელები”, წარსულის გადმონაშთები და მსგავსი. ასეთი სიკეთის მოტანის იდეით განმსჭვალული შეურაცხყოფა შობს “ზაზა”-ს მსგავს კომენტატორებს. ჩვენ დავინახეთ, რომ წინა ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ 90-იანებში ვისაც ევროპისკენ თვალი ეჭირა, იმათაც კი შეაძულა ევროპა, სწორედ ამ დამოკიდებულებით – არსებულის სრული ლანძღვითა და “ჩარეცხილები” თუ “ჩასარეცხების” დარქმევით, ევროპიდან ჰაერზე, ბაზისის გარეშე გადმოტანილი მოდელებით და იმ საინფორმაციო კოშმარით რასაც ევროპულს უწოდებდნენ.

    მოსახლეობას აქვს ევროპული არჩევანი – დეკლარილებული და ფურცლებზე დაბეჭდილი ინფორმაცია, ცხოვრების წესში კი მსგავსი არაფერი.

    გამოსავალი. არსებულის გადამეტებული ლანძღვის ნაცვლად, ევროპის უკეთესობების, ევროპელობის უპირატესობებზე მუდმივი საუბარი ხომ არ სჯობს? მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებული ღირებულებების ლანძღვის მაგიერ და არა პარალელურად. ანუ რასაც ვისმენდით ასეთია:

    “ჩვენთან არ ვარგა ქალიშვილობის ტრადიცია, რადგან გოგომ თუ დაკარგა ორსულობა, მორჩა სხვისი კუთვნილებაა, და ეს სისაძაგლეა – აი ევროპაშ კი ასე არაა, არამედ იქ მეტი თავისუფლებაა.”

    დიხოტომიური მოდელების ნაცვლად, ხომ არ სჯობს:

    “ჩვენთან ქალწულების ქორწინებამდე შენახვის საუკუნოვანი ტრადიციაა და კარგი წესია, სიწმინდის დაცვა, მაგრამ მისი გაუმჯობესებაც შეიძლება და შეგვიძლია ევროპიდან მაგალითი ავიღოთ. რადგან სიყვარულია უპირატესი და არა ქალიშვილობა, წყვილს სიყვარული ამოძრავებთ და არა სექსუალური ვნებები და ამ მხრივ, არ უნდა იჩაგრებოდნენ ქალები. და ა.შ. ბლა ბლა ბლა (უკეთ მოფიქრებაც შეიძლება, დღის გონებაზე 🙂 ).

    მოკლედ, იმედია სათქმელს მიმიხვდით.

    Like

  14. “ცივილიზაციისაგან შორს მდგარი რუსეთი არ არის მომავალი” _ ამაში ნამდვილად ვერ და გეთანხმებით. სხვა დანარჩენი კი, ასახავს რეალობას, მაგრამ არა მთლიანად(ეს პირადი აზრია). გვახსოვდეს რომ კი ბატონო რუსეთი ჩვენი “მტერია” , მაგრამ არც ეგ თქვენი ევრობაა “მეგობარი” ))) გაიხსენეთ ისტორია, როდის ამოუდგა ჩვენს ქვეყანას ევროპა? არასოდეს! მას არასოდეს ეცალა ჩვენთვის (ახლა არ მითხრათ, რომ აგვისტოს ომის დროს შეშფოთება ხომ გამოთქვესო) პოლიტიკაზე საუბარმა ისევ თქვენმა ნაწერმა მიკარნახა

    Like

  15. სტატია ხომ მართალია და საწყენი მაგრამ ეს ამდენი ბნელეთელი რომ აკომენტარებს კიდევ უფრო ამტკიცებს ამ სტატიის სიმართლეს. ZOMBIELAND !!!

    Liked by 1 person

  16. ვეთანხმები თითოეულ სიტყვას. და ალბათ კომენტარების წაკითხვა არც ღირს, “ქართველები” დააკომენტარებდნენ უხვად 😦
    ბრავო ავტორს!

    Like

  17. ჩემი აზრით ეგ ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა და არა მხოლოდ ქართველებისთვის დამახასიათებელი..იცით,15 წლის მეც ვიყავი და მიყვარდა კიდეც ერთი ბიჭი,მაგრამ ეგრე ტუტუცურად არ მოვქცეულვარ,იმიტომ რომ ვიცოდირა მოყვებოდა ჩემს დაუფიქრებელ ნაბიჯს..ანუ,რა ხდება,როდესაც სულ ოდნავ მაიმც ხარ ერუდირებული,შეგიძლია გაიაზრო რა მოყვება შენს ნაბიჯს,ასე რომ განტევების ვაცად ნუ გამოგყავთ ძალიან გთხოვთ ის ტუტუცი ადამიანები,რომლებმაც ტავიანთი სისულელეით მიიღეს ის რაც უნდოდათ..ზუსტადაც,ყველა თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას..მე არც არაფრის მომხრე ვარ და არც არაფრის მოწინააღმდეგე,ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და არც არავის არ განვსჯი არასდროს,მაგრამ გაუნათლებლობის შედეგს ძალიან ცუდად “აპრავებთ”..და ეს ძალიან არ მომწონს,ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია..

    Liked by 1 person

  18. Qartveloba visac ar eamayeba wavides tavi moiklas))) avadmyofebs ra gamolevs kaci qalze xels ro arwevs is arakacia qartveli kiara. Da sxvatashoris sazgvargaretac arian msgavsi arsebebi mtavaria shegneba da ara evrobaaaa es vergaigo erma da berma;)

    Like

  19. ერთი კითხვა მაქვს – აი ეს თემა ( რაზეც ეს სტატია, თემა თუ ნაშრომია დაწერილი ) მხოლოდ საქართველოშია?!
    არა , რა თქმა უნდა, ამიტომაც ჯერ ეს ერთი სათაური კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილია. მეორე, არსებობს დაიჯახების რამდენიმე გზა:
    1. მმოტაცება, რაც კარგად აქვს პოსტის პატრონს აღწერილი, თუმცა ერთი რამე გამორჩა , კერძოდ – იგი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 14 წლამდე.
    2. ორივეს ნებით გაკეთებული გადაწყვეტილება – ამ შემთხვევაში რაც არ უნდა მოხდეს ოჯახში , ორივე მხარე თანაბრად დამნაშავეა.
    3. თუ ეს წარსულის თემაა და ამის გადმოყივლება ხდება , “ყური მომიგდეთ ქართველებო და დაიხსომეთ” , ” წარსულის ერთადერთი დადებითი თვისება ის არის რომ წარსულია” .

    მოდით რამე ახალზე და საინტერესოზე ვწეროთ. ან თუ მაინცდამაინც ეს თემა უნდა ვტკეპნოთ ” სუადის – ცოცხლად დამწვარსაც ” ნუ გადმოვაკოპირებთ ❤

    Liked by 1 person

  20. chumat ver davrchebi, erti ori komentari wavikitxe da chems azrs davafiksireb arc is mainteresebs vis moewoneba da vis ara chemi nafiqri. wlebi da cxovreba ise shecvlis yvelafers rogorc sachiro ikneba awmyo momavlis cxovrebistvis, rac sheexeba qartvelobas tradiciebs motacebebs da a.sh. me davwer imas rom sheidzleba kargi aqvs bevri chvens ,,qartvelobas magram is rom qalebi vichagrebit amas aranairi mtkiceba ar unda, zustad chveni tradiciebidan gamomdinarea is rom zogi erti qali ojaxidan mezobeltan ver gadis tu ,,qmars” an mis shemcvlels (dedamtili, mamamtili) ar stxova nebartva, ise ver gavazogi erti qali magaziebshi an megobrebshi tu ojaxma neba ar darta, aba kacebo magar bichebat rom mogaqvt tavi dafikrdit tqvens saqcielze ramdenjer yofilxart saqeipot ise wasuli ojaxs araferi scodnia, dagirekiat da gitqvamt bodishi da ukve zomaze metad gadamtvrals rom amagam sadac var ik vrchebi iset situaciashi var saxlshi wamosvlas ver shevdzlebo, an gagitenebiat qeipshi da mag mizezit ar misulxart saxshi, qalma, coli ikneba es tu da tqveni aseti ram rom gaaketos darwmunebuli var bevri tqvengani galandzgavt albat zogierti tqvengani xelsac agmartavt masze qveynis gaxrwnilobas daabralebt, ratqmaunda qali xom tradiciuli qartvelobidan gamomdinare ojaxis damlagebelia, mas xom ar aqvs arafris ufleba tvit misi ,,ufali” qmaria, ratom ar sheudzlia igives gaketeba qals rasac aketebs kaci? orives aqvs orive xeli orive fexi orive tvali da shegrdznebebi ertnairi, diax, mshvenivrat sheudzlia kacs saxlis dalageba darecxva da sachmlis gaketeba tuki xedavs rom colma ver moaswro, magram ratom? saxlshi shemosuls kacs tu yvelaferi rigze ar xvdeba marto chuxis da ginebis ufleba aqvs colis misamartit, wamowveba daglili televizortan, xoo daglilia da xom unda daisvenos, qali ki gawydes welshi da maleve gaaketos yvelaferi risi gaketebac ver moaswro. evropashi amerikashi da mat shoris rusetshic aseti msgavsi araferi xdeba, zustatac im rusetshi arian qalebi romlebic kacebze uarsesad gulaoben, kacebze uaresad svamen da atareben dros, da amerikashi ki sadac tanabaruflebebshi cxovroben yvela tu qmari colze adre dabrundeba samsaxuridan da xedavs rom saqmea saxshi an bostneulia bazridan mosatani utqmelad aketebs yvelafers, meore dges coli mova adre saxshi? is gaaketebs da ase monacvleobit. saqartveloshi ki tundac policiashi mushaoba rogor sheidzleba qalistvis? es xom bozobaa ! magar qartvel kacs rogor sheidzleba coli policieli yavdes an jariskaci? an stiuardesa? mxolod qartvels sheudzlia kuchi uxmebodes shimshilit da cols ar misces ufleba mushaobis, vai aset sawyal kacebs, mecodebian, da is qalebi ufro metad eset kacebs tavs rom achmorebineben, saxlis garet aravis uyvebian taviant problemebs imis gamo rom garedan kargi qartuli ojaxis shexeduleba aqvs mis ,,ojaxs” amitom itmenen.da bolos gava wlebi daizrdebian taobebi romlebic axla sxvanairad azrovneben, sheicvleba chveni cxovrebac ara ise rogorc chven gvinda me viknebi tu sxva aramed ise rogorc amas imdroindeli cxovreba moitxovs, me mivyvebi cxovrebis dinebas da vcdilob vicxovro ise rom chemi uflebebi aravin shelaxos, mivigo srulyofili adamianis cxovreba rogorc amas qartveloba da tradiciebi momcems, me momwons bevri ram qartvelobashi magram amave qartvelobas dzalian bevri mankieri mxare aqvs rac adre tu gvin aucileblad sheicvleba motxovnilebebidagvarad

    Like

  21. ყველაზე საშინელი ის არის, რომ 21-ე საუკუნეში ამ თემაზე საუბარი და ბლოგების წერა გვიწევს…

    Liked by 1 person

  22. ნატა რაზეც წერს, საკამათო ნამდვილად არ არის. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ის, რაზეც წერს, ნამდვილად არ არის ”ქართველობის” სინონიმი. მახინჯი ტრადიციები და უკულტურო, უზნეო ადამიანები ყველგან არიან. ევროპაში ამაზე უარესი ფაქტები არ გვსმენია? ქართველობა აღწერილთან კი არ ასოცირდება, არამედ ურთიერთსიყვარულთან, ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევასთან, თანადგომასთან, მშობელსა და შვილზე ზრუნვასთან, დაცემულის არგათელვასთან, უბრალოდ ადამიანობასთან. ნატა, ასეTი მაგალითები არ გინახავს და არ გსმენია? მხოლოდ ნეგატიურზე წერა, ცალმხივი აქცენტები ხომ დემაგოგიასტან ასოცირდება? ეცადეთ, მართალი იყოთ პირველ რიგში საკუთარ თავთან და ცალმხრივ შეფასებებს მოერიდოთ. ქართველების დადებით თვისებებს ყველა უცხოელი აღიარებს (მე საკმაოდ ბევრთან მქონია ურტიერთობა და ყველა ამას აღნიშნავს). ქართველები ვართ მე, თქვენ, თქვენი ახლობლები და ა.შ. და დავიჯერო თქვენ და თქვენ ირგვლივ მყოფები ყველა ისეთია, როგორებზეც თქვენს ბლოგზე წერთ? არ მჯერა… იფიქრეთ ამაზე და სხვა დროს ეცადეთ ცალმხივი შეფასებებისგან და რადიკალური მიდგომებისგან თავი შეიკავოთ. ეს თქვენი გონიერების ნიშანი იქნება. სიმახინჯეებს უნდა ვებრძოლოთ და პირველ რიგში საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. შეფასებებში კი მართლები უნდა ვიყოთ…მხოლოდ ცუდზე აპელირება არ არის სწორი.

    Liked by 1 person

  23. ნატა რაზეც წერს, საკამათო ნამდვილად არ არის. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ის, რაზეც წერს, ნამდვილად არ არის ”ქართველობის” სინონიმი. მახინჯი ტრადიციები და უკულტურო, უზნეო ადამიანები ყველგან არიან. ევროპაში ამაზე უარესი ფაქტები არ გვსმენია? ქართველობა აღწერილთან კი არ ასოცირდება, არამედ ურთიერთსიყვარულთან, ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევასთან, თანადგომასთან, მშობელსა და შვილზე ზრუნვასთან, დაცემულის არგათელვასთან, უბრალოდ ადამიანობასთან. ნატა, ასეთი მაგალითები არ გინახავს და არ გსმენია? მხოლოდ ნეგატიურზე წერა, ცალმხივი აქცენტები ხომ დემაგოგიასტან ასოცირდება? ეცადეთ, მართალი იყოთ პირველ რიგში საკუთარ თავთან და ცალმხრივ შეფასებებს მოერიდოთ. ქართველების დადებით თვისებებს ყველა უცხოელი აღიარებს (მე საკმაოდ ბევრთან მქონია ურთიერთობა და ყველა ამას აღნიშნავს). ქართველები ვართ მე, თქვენ, თქვენი ახლობლები და ა.შ. და დავიჯერო თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფები ყველა ისეთია, როგორებზეც თქვენს ბლოგზე წერთ? არ მჯერა… იფიქრეთ ამაზე და სხვა დროს ეცადეთ ცალმხივი შეფასებებისგან და რადიკალური მიდგომებისგან თავი შეიკავოთ. ესთქვენი გონიერების ნიშანი იქნება. სიმახინჯეებს უნდა ვებრძოლოთ და პირველ რიგში საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. შეფასებებში კი მართლები უნდა ვიყოთ…მხოლოდ ცუდზე აპელირება არ არის სწორი…

    Liked by 1 person

  24. ევროპაშიც არის ასეთი შემთხვევები და მარტო ქართველობაზე რატომ წერთო რომ ამბობთ, პრობლემა ის კი არ არის რომ ,,ჩვენთანაც არის ასეთი შემთხვევები”, არამედ ის ომ ჩვენთან მსგავსი ტიპის შემთხვევები მასიურ ხასიათს ატარებს. ქალთა საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკა რომ ნახოთ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ნამდვილად მოგინდება ამ ქვეყანაში არ ცხოვრობდე. სამწუხაროდ ე.წ. ,,ქართველობის” დამცველების ყოველდღიურობას წარმოადგენს ოჯახსი ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ძალადობა, თუმცა ისინი ამას ოჯახის შიდა სამზარეულოს ეძახიან. არადა ასეთი ქართველობის შედეგები რიცხვებში შემზარავია…. ევროპა, რუსეთი, ამერიკა… ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ადამიანობაა… ქართველები კი სამწუხაროდ ,,ქართველობის” ძებნაში ადამიანობას კარგავენ… სამწუხაროა რომ ამ საუკუნეში გვიწევს ხმა ამოვიღოთ ამ თემაზე, პოსტები და საგაზეთო სტატიები ვწეროთ და ხმამაღალი კომენტარებით გამოვეხმიანოთ შემზარავ რეალობას. ვისურვებდი უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობა მქონოდა…

    Like

  25. ბევრი კომენტარი წავიკითხე იმაზე რომ ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. მარტო საქართველოს პრობლემა არ არი ფიზიკური შეურაცხყოფა გეთანხმებით, მარა ის რომ ნაცემი ადამინაი ბევრჯერ დაბრუნდეს სახლში მშობლებთან და მშობლებმა უკან დააბრუნონ ეს ნამდვილად საქართველოს პრობლემაა და შეიძლება კიდევ სხვა ქვეყნების მარა არა ევროპის. სადაც კანონი და პოლიციაც შესაბამისად იმუშავებდა ასეთ შემთხვევაში. ფაქტია, საქართველოში, ფიზიკური ძალადობის პრობლემა დგას და ამას კარგად ვხედავ ჩემს გარშემო, მესმის ტელევიზიით და გამოვცადე პირადად. ამ სიმახინჯეს აუცილებელად უნდა ვებრძოლოთ.

    Like

  26. ჩემო ძვირფასო ნატა, მესმის შენი ტკივილი, რომელიც იმ საშინელი სიბნელით არის გამოწვეული, რაც ჩვენს გარშემოა და რასაც არაფერი შველის, გარდა ერთისა, განათლება მიიღოს საზოგადოებამ, ანუ გაკეთდეს ის, რასაც დიდი ქართველები – ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, ივანე ჯავახიშვილი და ძალიან ბევრი სხვა, ასე სასოებით აკეთებდა და რაც კვლავ საკეთებელია. რა შუაშა აქ ეროვნების ლანძღვა, ეს ისეთივე დისკრიმინაციაა, როგორიც სხვა ერების ლანძღვა ზედაპირულად, რაც ისეთივე ნიშანია სიბნელისა, ძალადობისა და გაუნათლებლობისა, როგორც იმ მოძალადე ტიპების ქცევები, 15 წლის გოგონას რომ აუბედურებენ სამუდამოდ.
    პ.ს. ისე, ბევრი სახელმწიფო ვიცი, სულაც რომ არაქართულია, სადაც უარესი ძალადობა და ჩაგვრაა ხალხისა და ის სახელმწიფოები ქართველების ნაშენები არ არიან. ასე რომ, შეფასებით ნაწილში ძალიან არ გეთანხმები. 🙂

    Like

  27. 😀 anu marto saqartveloshi xdeba aseti rame xo ? sxvagan uaresi roxdeba imaze dawere … sheni xalxi roginda gaabandzo :\ es erteuli shemtxveva ro moiyvane magalitad 15 wlis bavshve :\ sxva qveyanashi magxela bavshvebs klaven modi imaze dawere…. egaa ra qartvelebi tu davchamt ertmanets 😀

    Like

  28. პრობლემები რომლებიც სტატიაშია აღწერილი ზოგადად ქალთან მიმართებაში გლობალურია და რაც შეეხება მამაო რომ თვით ღვთაებაა არაა ეგ ნამდვილად ქართული და რუსული პრობლემაა

    Like

  29. ჩემი აზრით ქართველობის კონტექსტი რაც არუნდა ბრჭყალებში იყოს არასწორია ამ შემთხვევაში. სიტყვა ქართველობის დაკნინება არაა საჭირო იმისათვის რომ იმ პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება რაც აქტუალურია
    … დღეს საზოგადოების რაღაც ნაწილისათვის სამწუხაროდ ეროვნული/ნაციონალური/ქართული/ტრადიციული სალანძღავ სიტყვებთან ასოცირდება ..
    პრობლემა ქართველობაში და ეროვნულობაში კი არ არის, არამედ იმ მავნე ჩვევებში რომელიც ქართველობას მიეწერება და ხალხის ცნობიერებაშიც “ქართველი” უკვე სტატიაში აღწერილ ადამანის ასოციაციას იწვევს …
    ყველა ერშია რაიმე მავნე ჩვევა ფეხგადგმული და ამის უებარი წამალი არც მხოლოდ ევროპა ან რუსეთია და ევროპის როგორ მესიის გამოყვანა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არ არის სწორი..პირველ რიგში განათლებით და
    საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით შეიძლება ვებრძოლოთ იმ დრომოჭმულ და არასწორ ჩვევებს რაზეც სტატიაშია ხაზი გასმული …და აგრეთვე როგორ ბანალურად და თქვენს მიერ ავად ნახსენები “ქართველის”
    ფრაზადაც არუნდა ჟღერდეს ვთვლი რომ პირველ რიგში ეროვნული ინტერესი უნდა დავაყენოთ(ჩემი სუბიექტური აზრი), რადგან ვთვლი რომ ჯერ უნდა ვიყოთ ქართველები და მაშასადამე ვიქნებით ევროპელები…
    სხვა მხრივ სრულიად ვეთანხმები სტატიის პათოსს … ჯანსაღი კრიტიკა და მანკიერებებზე მითითება ყოველთვის საჭიროა …

    Liked by 1 person

  30. ჩემო ნატა, ყურადღებით გავეცანი შენს შემოქმედებას და საგონებელში ჩავვარდი: მეპასუხა თუ არა?:) სიმართლე გითხრა,არ მინდოდა პასუხის გაცემა(არ მინდა შენთან ურთიერთობის დაძაბვა) მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მიმოწერა პირადულს გასცდა და რამდენიმე ათეული და შეიძლება უფრო მეტი ადამიანის განსჯის საბაბი გახდა, მაინც გიპასუხებ. არაფერი პირადული და პირობას გაძლევ, ეს ბოლოა. ამ თემაზე შენთან პოლემიკის გაგრძელებას აღარ ვაპირებ. დავიწყოთ თავიდან. ამონარიდი 2015წლის 12დეკემბერს გამოქვეყნებული ჩემი პოსტიდან:” მე შეიძლება თვალი დავხუჭო სხვა აღმსარებლობის ადამიანის უწესო საქციელზე და კიდევ ათას საშინელებაზე და უბედურებაზე, მაგრამ არასოდეს დავუჭერ მხარს ლიბერალებს, არასოდეს მივემხრობი იმ ხალხს, ვინც ჩემს რელიგიას შეურაცხმყოფს და ათას ენით აღუწერელ საშინელებას ადარებს” რაზეც დაუყონებლივ გამომეხმაურე შენ და კიდევ რამდენიმე სხვა:) მიმითითებდით, რომ ჩემი პროფესიის ადამიანს არააქვს უფლება სხვას შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და აშკარად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება. ვღებულობ და ვაღიარებ, რომ “უწესო, ათასი საშინელება” მართლაც არ არის გამოხატვის მისაღები ფორმა. კი ბატონო, მაგრამ თამაშის საყოველთაოდ დადგენილ წესებს ყველა უნდა დაემორჩლოს. ძალიან გამიკვირდა, როცა შენი “გთხოვთ, წამართვით “ქართველობა” ” წავიკითხე. “ქართველობის წართმევაზე ძირითადად როგორი ადამიანები წუწუნებენ, ალბათ, ყველამ იცის.სასმელით მუცელდაბერილი შუახნის მამაკაცები, მათი ცოლები და ის, ვინც ამ ორი უკანასკნელის გონების სიბნელით ხელს ითბობს” (სტილი დაცულია) “განსაკუთრებით აქტიურად იცავენ ქართველობას ,,რუსეთებში ნაგულავები” 90-იანი წლების ბნელი გადმონაშთები. სმისა და უსაქმურობისგან სიგრძე-სიგანე ერთი ზომის რომ აქვთ. ყოველდღიურობად ქცეულ სუფრაზე პირველივე ლუკმის შემდეგ ნელ-ნელა რომ იწყებენ ქამრის შეხსნას, მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ მუცელს რომ ათავისუფლებენ მჭიდროდ შემოჭერილი შარვლისგან”.(სტილი დაცულია) ” მერე გულის წყვეტა ესახება უსახურ სახეზე და მოსკოვში ნაყიდ შოკოლადსა და შამპანურს იხსენებს, რომლითაც არარსებულ ნატაშასთან ადიოდა.”(სტილი დაცულია) “,,წაგვართვან ” ეს დამახინჯებული, ფასეულობებისაგან დაცლილი ,,ქართველობა” და გაგვააზრებინონ, რა არის კოსმოპოლიტიზმი”.(სტილი დაცულია). ყოჩაღ,ნატა! სალანძღავი სიტყვების სერიოზულ არსენალს ფლობ: გონებადაბნელებულები, ბნელი გადმონაშთები, უსახურები”… თუკი ლგბტ თემის წარმომადგენლებს აქვთ საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვის უფლება, მაშინ ამ “უსახურებმა, გონებადაბნელებულებმა და ბნელმა გადმონაშთებმა” რაღა დააშავეს? მათაც შეუძიათ საჯაროდ თქვან : ქართველობას გვართმევენო. შენ კი უფრო შორს წახვედი და ქამრის მოშვების უფლებაც შეუზღუდე. რა გამოდის, ნატა?:) რაც არ შეიძლება ჩემთვის, შენთვის ნებადართულია? ცალკარობანას ვთამაშობთ? არ გამოვა. ერთი ქართული ანდაზაა, მე განსაკუთრებით მისი გურული ვარიანტი მომწონს: “ღორმა ღორს უთხრა-დრუნჩიანი ხარო…”. ბოლოს კი შენი შემოქმედების მწვერვალი: “,,წაგვართვან ” ეს დამახინჯებული, ფასეულობებისაგან დაცლილი ,,ქართველობა” და გაგვააზრებინონ, რა არის კოსმოპოლიტიზმი”. არამგონია ჯერჯერობით და არც შემდგომში ასეთი განცხადებების მორალური უფლბა გქონდეს:. არა ხარ შენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე. მხოლოდ ერთხელ, ისტორიის მკაცრად განსაზღვრულ მომენტში, თქვა დიდმა ქართველმა :”ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო”. მას შემდეგ, არავის მიუცია საკუთარი თავისთვის ამის გამეორების უფლება. PS: ისე, სიმართლე გითხრა, ვერც ლგბტ თემის სახელოვან წარმომადგენლებში ვიპოვე წელში გამოყვანილი და ფართო მხარბეჭიანი ქართველი ვაჟკაცები და კიდევ, თუ იცი რომელი ერი ატარებს მსოფლიოში ყველაზე მსუქანის საპატიო წოდებას?

    Liked by 1 person

  31. სასაცილოა პირდაპირ ქალთა უფლებების არ დაცვას, რომ ქართულ სულს აბრალებდნენ.მსოფლიოს ისტორიაში პირველად ქართველმა აიყვანა ქალი ტახტზე თამარ მეფის სახით, ქართველი ქალის მანდილი საკმარისი იყო იმისთვის რომ გამწარებით მებრძოლ ჭაბუკთ უმალვე ხმალი გაეგდოთ და ბრძოლა შეეწყვიტათ. ნამდვილი ქართველობა არასოდეს არ აწევს ხელს ქალზე და ის რაც ზემოთაა გაშარჟებული სწორედაც რომ არა ქართველობის ნაყოფი, არამედ ქართველობის დაკარგვის ნაყოფია!!!!! რაც შეეხება სუფრის წესს და სრულ გამოთრობამდე სმას არც ესაა ნამდვილ ქართული ის ყოველივე რაც აღწერილია ასე გულმოდგინებით, ქართველობის დაკარგვის შედეგია და არა ქართველობის!!!!!! ეს ორი რამ გვერევა ერთმანეთში რაც დაუშვებელია, ეს ერევა მკითხველსაც და ამიტომ ადვილად ეხვევა პროვოკატორის მახეში და განიცდის მის ზეგავლენას და შემდეგ მის მსგავსად თავადაც მოჰყვება ქართველობის შურცყოფას, ამ არაობიექტურობაზე ტაშისკვრას, რასაც ჭეშმარიტი ქართველობა ნამდვილად არ იმსახურებს!!!!!!!!!!!!!!! რაც შეეხება ქართული სუფრის წესს, ის შემდეგში მდგომარეობს, ქართველთ შორის დიდ სირცხვილად ითვლებოდა სრული გამოთრობა და სახლში საკუთარი ფეხით ვერ მისვლა, ქართულ სუფრაზე ლექსები , შესაბამისი სიმღერები იფრქვეოდა სადღეგრძლოდ და არა მხოლოდ ცარიელი სიტყვები „გაგიმარჯოს“, ‘ გაუმარჯოს“!!! ქართველობას ნუ ვაბრალებთ ამ ნაკლუვანებებს არამედ ეს ყოველი ქართველობის დაკარგვის შედგია!!!!!!! სამაგიეროდ ცრუ ქართველობა კარგადაა გაშარჟებული ამ სტატიის სახით რაც სრული უსამართლობაა ,რომ მხოლოდ ნამდვილ ქართველობას გადააბრალოოო!!!! სტატია სუბიექტურია და არა კრიტიკულად გაააზრებული. ფსიქოლოგიურ მხარეებზე გვერდია ავლილი, სამაგიეროდ პლუსის დასაწერად ხომ ყველაფერი ქართველობასაა გადაბრალებული. მსგავსი შემთხვევბში გაუნათლებლობა, ადამიანის ნაკლუვანება და პოლიტიკური წარსულიც აქტიურადაა ჩართული ,მაგრამ ეს ყოველი რა თქმა უნდა უგულებელყოფილია. კი ქართველობასაც აქვს თავისი შესაცვლელი მხარეები, ისევე როგოც ყოველივეს და ისევე როგოც თქვენ სანაქებო დასავლეთურ ცივილიზაციას, მაგრამ ამ სტატიაში წამოჭრილი პრობლემები ქართველობას სულაც არ უკავშირდება, რაზეც ზემოთ უკვე გავამახვილე ყურადღებაა. დასავლეთის უარყოფით მხარეებზე,ხმა არასდოსაა ამაღლებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ხომ მშვიდობის მამები გახლავთ, რომელთაც შეშფოთების გარდა არაფრის გაკეთება არ სძალუძთ, მაგრამ ისინი ხომ მაინც მშვიდობის ამამები არიან, არა არ თქვათ მათზე ცუდი, ეს როგორ შeიძლება ისინი ხომ სიტყვით დამცველები არიან!!!!!!!!!!!!!!!

    Like

  32. კომენტარების გამეორების მიზეზი, ინტერნეტის ბრალია გაჭედა და რამდენიმეჯერ მექნა დაწკაპუნებული,ამიტომაც დაფიქსირდა 4-ჯერ, როგორც აღნიშნეთ…
    რაც შეეხება ცუდი ხართ თუ კარგი ეს ნაკლებააა ჩემი საქმე, კონტრარგუმენტები სტატიის ავტორთან და მის ნაწერთან მიმართებით , სულაც არ ისახავს მიზნად მის ცუდობა-კარგობის დადასტურებას, არამედ რეალური განზრახვის წარმოჩენას. რაც შეეხება კითხვას, ის რასაც თქვენ ქვეტექსტში მირჩევთ რომ წავიკითხო უკვე წაკითხული მაქ, თავისი ცუდით და კარგითაც, ამიტომ დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ნუ იფიქრებთ დასკვნა ცალმხრივია… განსხვავებით სტატიისა, რაც შეეხება ჩემი კომენტარის ტონს ,მართლაც ვბრაზობ , რაც ლოგიკურიცაა გამომდინარე თქვენი ცილისმწამებლური სტატიის ტონიდან გამომდინარე !!!

    Like

    • არანაირი პრობლემა. მარტო თქვენ კი არ გაუბრაზებიხართ ამ ბლოგს :))
      მადლობა ამომწურავი შეფასებისთვის და ათობით ძახილის ნიშნისთვის :)))))

      Like

  33. ასევე თქვენც გმადლობთ მშვენიერი სტატიისთვის… (რაშიც უხილავი ძახილის ნიშანი უამრავი იყო , ჩემს ხილულ ამავე ნიშანათაგან განსხვავებით, რაც არ აქვთ იმის მიცემისას ამბობენ მადლობას და რადგან აღნიშნული ისედაც გაქვთ ,მადლობის თქმით ნუ გადაიღლით თავს…)
    ისე კი უმჯობესი იქნებოდა ,რომ ამ წვრილმან საკითხებზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად , ასევე უფრო მნიშვლეოვანზე გაგეცათ პასუხი, კონტრარგუმენტს ვგულისხმობ. როგორც ჩანს ეს უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის ვიდრე იმ საკითხთა რეალური განხილვა…

    Like

  34. ადამიანს როგორი შინაგანი სამყაროც აქვს, ისეთი გონია სხვაც P.S. როდის შეეშვებით ამ რუსეთის ლანძღვას😆

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s