მოდი, მეთამაშე სახლობანა

მოდი, მეთამაშე სახლობანა. გამოვიგონოთ მხოლოდ ჩვენი, საკუთარი და ყველასთვის უცნობი თამაში. დარღვეული წესებით, წაშლილი კანონებით. მოდი, მეთამაშე სახლობანა. მე მოვალ შენთან, მუყაოს ყუთში ჩალაგებული ჩემი ნივთებით და ყველაფერს ისე მოვაწყობთ, თითქოს შენი სახლი ჩემიც იყოს. მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება, რომ ვთამაშობთ. რომ არაფერია ნამდვილი შეგრძნებების გარდა. რომ ყველაფერი იმაზე უფრო ღრმად ეგზისტენციალურია, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს….

ჩემია

ჩემ გარშემო ტრიალებს მთელი სამყარო. ასეა ჩემთვის. არ არსებობს რამე უფრო ღირებული, ვიდრე ის, რაც მხოლოდ ჩემია. ჩემი დილა, სუნი, რომელიც მხოლოდ ჩემს საწოლს ასდის, წინდა, რომლის გახდაც დამავიწყდა და სიზმრებში მოგზაურობისას გამძვრა ფეხიდან, საცვალი, რომლის შერჩევაზეც ბევრი არ მიფიქრია და რომლის ფორმასაც ეს ნამდვილად ეტყობა, მაისური, რომელსაც ფერად თეთრეულში ჩავკარგავ, როგორც ყოველ დილას და ისევ…

გასაბუტი ოთახი

ჩვენი სახლი მთის წვერზე დგას, ყველასგან შორს და ჩვენთან უსაშველოდ ახლოს. ხის ფანჯრებს ხშირად ჭირხლავს ყინვა და ქარი. სიცოცხლის ხაზების მსგავს ძველ ღრიჭოებს ავსებს ბუხრისა და თაფლიანი ყავის სუნი. ჩვენ ხშირად ვჩხუბობთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. შენ ხშირად მპოულობ ფერადი მინის კარს უკან, ოთხად მოკეცილს, ტირილით მოღლილს და გაბუტულს. ხედავ, როგორ მძინავს კუთხეში, სამალავის…

ქალები უბრალოდ იხოცებიან

მე გუშინ ქმარმა ეჭვიანობის გამო მომკლა. ხვალ სამსახურში მომივარდება და ჩემი მოსწავლეების თვალწინ მომისწრაფებს სიცოცხლეს. ზეგ ელექტროსადენს შემომახვევს ყელზე და  არ გამიშვებს, სანამ ჩემს ბოლო ხრიალს არ გაიგონებს. და ასე გაგრძელდება… ყოველდღე ახალ-ახალ მეთოდებს მოიფიქრებს ჩემს მოსაკლავად. რამდენიმე კვირაში არასრულწლოვანს გამიტაცებენ, გამაუპატიურებენ და ჩემი დის ტირილს არავინ მოუსმენს, იმიტომ რომ წესი ასეა, ჩვენი ადათი ამბობს,…

მე მიყვარს – როგორ და ისიც, როგორ – არ

მე მიყვარს, როგორ გძინავს შენ და ის, რომ ეს არასდროს მინახავს. მე მიყვარს, როგორ იღვიძებ დილით და ისიც, რომ ყოველი დღე უერთმანეთოდ გვითენდება. მე მიყვარს, როგორ მეხუტები შეშინებულს და ისიც, რომ შენთან არასდროს გამოვხატავ, რისი მეშინია. მე მიყვარს, როგორ გაღიმებს ჩემი ტანის ურითმო რხევა და ისიც, რომ შენთვის არასდროს მიცეკვია. მე მიყვარს ზღურბლთან შენი დაღლილი,…

მე უცნაური გოგო ვარ

თუ როდესმე ვინმეს ჩემი თხემით ტერფამდე გაცნობა მოუნდება და მერე ამაზე დაწერს, აუცილებლად იტყვის, რომ მე უცნაური გოგო ვარ, რომელიც ვერასდროს ვერაფერს აფასებს. ქაოტური ცხოვრებიდან სიმშვიდეში ძლივს გადაბობღებულს შიში, აკრძალულის სიტკბო და ძვირად საწვნევი შედეგი ენატრება. ერთბაშად გაძვირებულ გარდერობსა და კოსმეტიკის ჩანთას ისევ მეორადი ჩითის კაბა და მაღალყელიანი, ფერდაკარგული ჩექმა ურჩევნია. რეალობა ვერ უნაცვლებს არარსებულ…

გოგოური ამბების საცავი

თურმე, სიცოცხლის მე-12 კვირამდე, ყველანი ერთნაირები ვართ. არაფრით განსვსხვავდებით. ყველა ემბრიონს სასქესო ორგანო ერთნაირი აქვს გარეგნულად, მხოლოდ 12 კვირიდან, წანაზარდის დახრის კუთხის მიხედვით არკვევს სპეცისლისტი სქესს. ანუ, ბიჭობა და გოგოობა ამ დროიდან  იწყებს ჭიდილს და ჩვენი დაშორებაც არ აყოვნებს. ჯერ, ოჯახის წევრები გვარჩევენ, გოგოებს ცოტა ნაკლების უფლებას გვაძლევენ, ვიდრე – ბიჭებს. მერე სკოლაში, მასწავლებლები ელოდებიან…

რა იცი ჩემზე? 

შენ ზუსტად იცი, როგორ ვჭამ, როცა ძალიან მშია.  იცი, როგორია ჩემი კანი დილით, როცა ვიღვიძებ და მოწესრიგებამდე ზარმაცულად ვითრევ ფეხს.  იცი, როგორ ვტირი, როცა საკუთარ უძლურებას ვხედავ, ან როცა სიმართლეს ვერ ვამტკიცებ და ნერვები მიმტყუნებს.  იცი, როგორ გამოვიყურები, როცა ვცდილობ, უცებ წამოსროლილი ტყუილი მივჩქმალო. იცი, როგორ ვმალავ იმედგაცრუებას, როცა ჩემ მოლოდინებს არ ამართლებ.  იცი, სად…

თვითმფრინავი

პირველად თვითმფრინავი ახლოს, სრული მასშტაბებით, ათი წლისამ ვნახე. მამა ამერიკიდან მოფრინავდა და მთელი ოჯახი მის დასახვედრად წავედით. მაშინ რაიონში ვცხოვრობდი, დედაქალაქში არც ისე ხშირად ჩამოვდიოდი და იმ ერთეულ შემთხვევებში აეროპორტთან ახლოს არ ვბანაკდებოდი. მახსოვს, შორეული ქვეყნიდან ჩამოფრენილ მამასთან ერთად უკვე მანქანაში ვიჯექი, სახლში ვბრუნდებოდი. ფანჯარაზე მქონდა ცხვირი მიდებული და ამოსუნთქული ჰაერით ჩემი დახატული და უკვე…

გაგრძელების მომლოდინე ცარიელი ფურცლები

არ მახსოვს, როდის დაიძინე პირველად ჩემ გარეშე მშვიდად. არც ის მახსოვს, როდის გაათიე ღამე სხვაგან შენივე სურვილით.  მაგრამ მახსოვს გუშინდელი დღე, როცა აღარაფერი გვქონდა სათქმელი.  საუზმე, რომელმაც მოთხვრილი ტუჩებისა და ამაზე სიცილის გარეშე ჩაიარა.  გზა, რომელიც შენ გარეშე გავიარე დაღლილმა, სამსახურიდან სახლამდე. გაწბილებული მეგობრები, რომლებსაც ჩვენი ერთად ნახვა უნდოდათ.  საყელოზე შეცვლილი სურნელი,  იების გარეშე მოსული გაზაფხული, …

შემიყვაროს,რა!

შემიყვაროს, რა! მის დიდ ხელებში მოქცეული ჩემი მტევნები სულ ციცქნა გამოჩნდება და მარტივად გამითბება. დაკუჭულ პერანგს ვერასდროს მოვუწესრიგებ, მაგრამ არასდროს ვეტყვი, რომ ნაკეცები კუბოკრულ ქსოვილს არ უხდება. დაწოლის წინ პირჯვარს გადავსახავ საწოლს, მე რომც არ მჯეროდეს 4 კუთხეში სამი თითით დასმული წერტილების, მისთვის გავაკეთებ. ასობით მცდელობის შემდეგ გემრიელ საჭმელს მოვუმზადებ, სულ ცოტა რომ გამომივა, მთლიანად მას…

რას მეტყვის სახელმწიფო, რომლის იმედიც არ მაქვს?

11 წლის ვიქნებოდი, ჩემს სკოლაში საშინელი ამბავი რომ გავრცელდა ელვის უსწრაფესად. ჩემზე ერთი წლით უფროსი მოსწავლე, თიკო, სკოლის მიმდებარედ მანქანამ გაიტანა და გარდაიცვალა. მაშინ პირველად გავიაზრე, რომ თურმე, მხოლოდ მოხუცები არ იღუპებიან და შეიძლება, მეც, ჩემს საუკეთესო მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც დაგვემართოს იგივე. მახსოვს,როგორ იმოქმედა ამ ამბავმა ჩემზე. თიკოს დედაც კარგად მახსოვს. უფრო მკვეთრად…